(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

მოხუცის მომვლელი
 
moxucis_momvleli.jpgმოხუცები მართლაც ბავშვებივით არიან . ისინი განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვენ. ბავშვებივით მგრძნობიარე და გულჩვილებს თავიანთი სამყარო აქვთ. ხშირად ზედმეტად ემოციურად აღიქვამენ მოვლენებს, ზოგჯერ კი ნეგატიურობით გამოირჩევიან. აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორებულებს სხვა ინტერესები და მიდრეკილებები უჩნდებათ. ისე როგორვ ყველას, მათაც სიამოვნებთ თავიანთი თანატოლების გარემოცვაში ყოფნა. წარსულის გახსენება , მოგონებებით თავის შექცევა. სამწუხაროდ, მარტოხელა მოხუცები ასეთ კამპანიაში თვეში ერთხელ თუ აღმოჩნდებიან. ჩვენი ცხოვრების სწრაფი და სტრესული რიტმი არ გვაძლევს საშუალებას მეტი დრო დავუთმოთ მოხუცებს. არა და მათ ძალზედ ვჭირდებით.

სააგენტო “NANNY”-ის გამოცდილი და კვალიფიციური მომვლელები იზრუნებენ თქვენი მოხუცის ჯანმრთელობაზე და სულიერ კომფორტზე. კადრი რომელსაც ჩვენ გთავაზობთ გამოირჩევა არა მარტო პროფესიონალიზმით, არამედ , მოწესრიგებულობითა და ეთიკურ - ზნეობრივი ღირებულებებით. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული ის ჰუმანური ნორმები, რასაც მათი პროფესია მოითხოვს.

სააგენტო “ NANNY” გთავაზობთ ერთად ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და სულიერ სიმშვიდეზე . ერთად გავულამაზოთ სიცოცხლე მოხუცებს .შევუქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო. გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა უფროსების მიმართ, რათა ვაგრძნობინოთ რომ სიბერის მიუხედავად ჩვენთვის დიდ ღირებულებას წარმოადგენენ.