(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

ოფისში მომსახურე პერსონალი
 
office_personal.jpgმცირე საწარმოში ხშირად ერთ პერსონას უწევს რამდენიმე ფუნქციის შესრულება. ერთდროულად შესაძლოა იყო : მდივანი, ოპერატორი, თარჯიმანი, მენეჯერი და გებაროს სასაწყობე მეურნეობაც. სამსახურში მრავალფუნქციური პოზიცია , თვითგანვითარების იდეალური შანსია, თუ საწარმოს სტრუქტურა ამის საშუალებას გაძლევს. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი. ოფისში მომსახურე პერსონას უნდა შეეძლოს სტრესულ გარემოში მუშაობა. არ აფერხებდეს ისეთი მცირე ყოფითი ნიუანსები როგორიცაა: ხმაური, პირადი განწყობა თანამშრომელთა მიმართ და ა.შ.

ოფისში მუშაობა ნიშნავს:
ფლობდე შესაბამის განათლებას.
იყო გუნდის წევრი.
გქონდეს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული ფუნქციები.
ზრუნავდე შენი გუნდის წარმატებაზე.
იყო ორიენტირებული პროდუქტიულობასა და თვითგანვითარებაზე.
მოუტანო მეტი სარგებელი კომპანიას.

სააგენტო “Nanny“ გთავაზობთ გამოცდილ კადრს. მათ აქვთ უმაღლესი განათლება და ოფისში მუშაობის გამოცდილება. გამოირჩევიან პუნქტუალობით. მათი მოტივაციაა თავიანთი პროფესიონალიზმითა და შრომისმოყვარეობით ღირსეული ადგილი დაიკავონ კოლეგების გვერდით.