(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

პედაგოგი
 
pedagogi.jpg„პედაგოგი“- ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებსა და პიროვნულ თვისებებს.

განათლება, ნიჭიერებას არ ნიშნავს. ერუდიცია აღსაზრდელს მემკვიდრეობით არ გადაეცემა, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია პედაგოგის როლი ბავშვის განვითარებაში. ნებისმიერი ბავშვი არის ინდივიდუალური თავისი ხასიათითა და გონებრივი მონაცემებით. პროფესიონალი პედაგოგი ადვილად ამჩნევს ბავშვის ამ თავისებურებას.

იცვლება თაობები, ჩნდება ახალი ღირებულებები და მოთხოვნები. პედაგოგი უპირველესად თვითგანვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

უნდა იცნობდეს სწავლების სხვა და სხვა მეთოდს. ბავშვისთვის სახალისო უნდა იყოს მასთან მუშაობის პროცესი. პედაგოგის ფუნქცია მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება, მნიშვნელოვანია მოსწავლისგან ინფორმაციის ამოღების პროცესი. მასწავლებელი ვალდებულია გაზარდოს ბაშვის აქტივობა. სწავლების პროცესი ნიშნავს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ინფორმაციის გაცვლა . მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის ახსნის შემდეგ მოისმინოს ბავშვის შეკითხვები. შეკითხვების არ არსებობა მიმანიშნებელია იმისა, რომ მოსწავლეს და მასწავლებელს შორის არ ხდება საინფორმაციო კონტაქტი.

მოგეხსენებათ, ზუსტი მეცნიერებები გამოირჩევა სტრუქტურული სირთულით, რაც ბავშვებისთვის დამღლელი და ნაკლებად სასიამოვნოა. პედაგოგმა უნდა მოახდინოს მეცნიერების ახსნა ბუნებრივი და ცხოვრებისეული მაგალითების დახმარებით, რომ უფრო სახალისო და საინტერესო გახადოს მუშაობის პროცესი. პროფესიონალ პედაგოგს შეუძლია შეაყვაროს ბავშვს მეცნიერება.

სწავლების პროცესში საყურადღებოა პედაგოგის პიროვნული თვისებები . დაუშვებელია პედაგოგო იყოს არაპუნქტუალური, დაუდევარი, უყურადღებო. მხოლოდ მეცნიერების ზუსტი ცოდნა არ არის საკმარისი იმისათვის , მასწავლებლის ფუნქცია პირნათლად შეასრულო. ჰუმანურ, კეთილ, გულისხმიერ, სამართლიან და შრომისმოყვარე პედაგოგს შეუძლია უდიდესი წვლილის შეტანა მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. აღზრდის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. მასწავლებლის ძალისხმევით იქმნება გონებრივად და ზნეობრივად სრულყოფილი თაობა.


სააგენტო “NANNY” ითვალისწინებს რა დღევანდელ მოთხოვნებს განათლების სფეროში , გთავაზობთ კვალიფიციურ მასწავლებლებს. მათი გამოცდილება და განათლება დაეხმარება თქვენს პატარებს ცოდნის გაღრმავებაში.

კვალიფიკაცია:
1. შესაბამისი უმაღლესი განათლება;
2. პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება( სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სტაჟი)ю

ცოდნა:
1. ბავშვის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებები;
2. სწავლების ინდივიდუალური მეთოდები.

პიროვნული თვისებები:
1. ბავშვის სიყვარული;
2. შემოქმედებითობა;
3. მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.