(+995 32) 2 35 50 55    (+995) 557 599 622
Youtube

დამლაგებელი

damlagebeli.jpgსახლის დალაგება ყველასათვის ნაცნობი პროცესია, თუმცა ყველა ერთგვაროვნად როდი უდგება ამ საკითხს. ბევრი დიასახლისისათვის დალაგება - სახალისოა, ბევრისთვის კი - მძიმე ტვირთი. ბინაში სადაც რამდენიმე პერსონა ცხოვრობს ხშირად გროვდება წვრილმანი ნივთები, ზოგი ძალზე საჭირო ზოგიც გამოუსადეგარი. დიასახლისს უჭირს მათთვის ადგილის მიჩენა.

სააგენტო „NANNY” ის გამოცდილი დამლაგებელი ერთი თვალის მოვლებით გირჩევთ - რის შენახვაა უმჯობესი და რა სად განათავსოთ.

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ბევრს არ ყოფნის დრო და ენერგია ფიზიკური შრომისთვის. სულ მცირე მოუცლელობა და სახლში ქაოსი ისადგურებს. დალაგებული სახლი კი ერთგვარი კომფორტია. როგორ მოვიქცეთ, თუ წესრიგიც გვიყვარს და სამსახურიც? საოჯახო საქმეების გამო არ ღირს სამსახურის გაცდენა , ან დაგვიანება. პრობლემა არც ისე საგანგაშოა. სააგენტო „NANNY” დაგეხმარებათ აღადგინოთ სახლში წესრიგი და სისუფთავე.

განსაკუთრებით შრომატევადია ახალაშენებული და რემონტის შემდგომ მდგომარეობაში მყოფი ბინის დალაგება. ხშირად დღეებია საჭირო ასეთი საცხოვრებლის მოსაწესრიგებლად. სააგენტო „NANNY” გთავაზობთ გამოცდილი ქალბატონების დახმარებას, ისინი დროულად და ეფექტურად მოაწესრიგებენ თქვენს ბინას და გადაგიჭრიან წესრიგთან და სისუფთავესთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას.