(+995 32) 2 35 50 55    (+995) 557 599 622
Youtube

როგორ შევარჩიოთ სააგენტო?

sasargeblo2.jpgყველა სააგენტოს ინდივიდუალური სტრუქტურა და შინაგანაწესი აქვს. გაეცანით მათ შინაგანაწესს. ბევრი მათგანი მეტად შაბლონურ და გაუგებარ წესებზე დაყრდნობით მუშაობს. სიტყვიერად გვპირდებიან ბევრს , მაგრამ როცა საქმე იურიდიულ დოკუმენტზე მიდგება გვთავაზობენ განსხვავებულს. ხშირად , ხელშეკრულების ტექსტი იმდენად დიდი და გაუგებარია გვიჭირს სრულყოფილად გავაცნობიეროთ წარმოდგენილი დოკუმენტი. ნორმალურ სააგენტოში ხელშეკრულება ფორმდება მშობელს, ძიძასა და სააგენტოს დირექტორს შორის. სააგენტო წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც მესამე მხარე და იღებდეს ვალდებულებებს . რაც უფრო ნათლად და გარკვევითაა ეს ვალდებულებები ხელშეკრულებაში, მით მეტია მათი ნდობის ფაქტორი. (ნათლად არ ნიშნავს - ვრცლად! ჩვეულებისამებრ - სადაც ყველაფერს გვპირდებიან იქ არაფერს ასრულებენ.) სააგენტო “Nanny” გირჩევთ: დააკვირდით სააგენტოს მომსახურე პერსონალს , მათ საუბარს , მსჯელობას, ზოგადად გარემოს. გააკეთეთ დასკვნა : მათი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეესაბამება თუ არა მათ შესაძლებლობებს?

სააგენტო “Nanny” გირჩევთ: ვიდრე სააგენტოსთან თანამშრომლობას გადაწყვეტთ, კარგად შეარჩიოთ იგი. ესტუმრეთ მათ ვებგვერდს. არ დაიზაროთ - გაეცანით რას გთავაზობენ. გაითვალისწინეთ - რას გთავაზობენ და არა, რით ცდილობენ ყურადღების მიქცევას! პროგრამულად სრულყოფილი ვებგვერდი არა სააგენტოს, არამედ ვებადმინისტრატორის კვალიფიციურობაზე მეტყველებს. ინტერნეტ სივრცეში მრავლად შეხვდებით თვითრეკლამირების მაღალფარდოვან ფრაზებს, ადგილზე მისულებს კი გვხვდება „კანტორული“ მომსახურება : მოსაცდელში ძიძის და მშობლის გვერდით , შეხვდებით ბუღალტერს და კონსულტანტს, ან სხვა ურთიერთგამომრიცხავი პროფესიის ადამიანებს. იქ სადაც ასეთი ტიპის სააგენტოა - მომსახურეობაც შესაბამისია. შეუძლებელია ერთმა ადამიანმა შეაფასოს ბუღალტრისა და ძიძის პროფესიონალიზმი. ასეთ მრავალპროფილიან სააგენტოში მომსახურეობის ხარისხზე ლაპარაკიც ზედმეტია.

არის მოსაზრება, რომ სააგენტო რაც უფრო დიდი ხნის გახსნილია , მით მეტი პრესტიჟი და გამოცდილება აქვს. მეტად ხანდაზმული, ხომ არ ნიშნავს მეტად მოძველებულს ? დაფიქრდით: ხუთი, ათი, თხუთმეტი წელი ერთი და იგივე წესებით მუშაობა განვითარებაა თუ განუვითარებლობა?

მნიშვნელოვანია სააგენტოს შინაგანაწესი. ხშირად სააგენტოს თანამშრომელი თავად არ იცნობს სრულყოფილად შინაგანაწესს. ეს ნიშნავს იმას , რომ არ იცის როგორც თავისი ვალდებულება , ასევე ჩართულ მხარეთა უფლებები. სააგენტო “Nanny” გირჩევთ : სიღრმისეულად გაეცანით სააგენტოს მუშაობის პირობებს. დაუსვით კითხვები სააგენტოს თანამშრომელს, რათა შეაფასოთ მისი კომპეტენტურობა.

გაითვალისწინეთ: არაკომპეტენტურია სააგენტო, რომელისთვისაც ერთი მხარეა პრიორიტეტული და ცდილობს მხოლოდ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. დავუშვათ , თქვენი თხოვნით ცდილობს დაიყოლიოს ძიძა დამატებით საქმიანობაზე, რათა გარიგება შედგეს. გარიგება შედგება , მაგრამ თქვენ წამგებიან პოზიციაზე აღმოჩნდებით. მერწმუნეთ, იძულებით გაკეთებულ საქმეს , თხოვნით გაკეთებული ჯობია. ასეთი დაჟინებული მოთხოვნები სააგენტოს მხრიდან მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. სააგენტო უნდა იყოს მიუკერძოებელი და უნდა იცავდეს , როგორც დასასაქმებლის, ასევე დასაქმებულის ინტერესებს.