(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

როგორ მოვძებნოთ ძიძა?

sasargeblo1.jpgძიძის მოძებნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მიუხედავად იმისა რომ, ძიძად მუშაობის მსურველი ბევრია. უფასო განცხადებების ველში - ინტერნეტსა თუ გაზეთებში, ქუჩაში გაჩერებების სიახლოვეს, სკვერებში და სხვა ხალხმრავალ ადგილას უამრავ მოთხოვნას წააწყდებით. მათთან დარეკვის და გასაუბრების შემდეგ შესაძლოა ზოგადი წარმოდგენის ჩამოყალიბება. ტელეფონით ამომწურავ ინფორმაციას ვერ მივიღებთ, საჭიროა შერჩეული პიროვნება სახლში მოვიწვიოთ, უშუალოდ გავიცნოთ და გავაცნოთ არსებული მდგომარეობა. შევუთანხმდეთ სიმბოლურად გამოსაცდელ პერიოდზე. ორი სამი დღე სავსებით საკმარისია ადაპტაციისათვის. ამ ხნის მანძილზე ვაკვირდებით ძიძას რამდენად მზრუნველია, იცავს თუ არა ჰიგიენის ნორმებს და ა.შ.

გამოსაცდელმა პერიოდმა წარმატებით ჩაიარა და ჩვენც მშვიდად ვტოვებთ პატარას ძიძასთან. მაგრამ ნაადრევი ხომ არა არის ჩვენი დასკვნა? რაღაც გარანტიები მაინც გვჭირდება, საქმე ხომ ჩვენს შვილს ეხება. ყველა ძიძას აქვს ძველი ოჯახიდან რეკომენდაცია. გადავამოწმოთ იგი - დავრეკოთ მის ძველ სამსახურში და გავესაუბროთ ოჯახის წევრს. რამდენად უტყუარია მისი საუბარი ეს არავინ იცის. შესაძლო, არც მეტი არც ნაკლებია - ჩვენი ძიძის დასაქმებით დაინტერესებულ ახლობელს ვესაუბრებით.

არსებობს უფრო რთული სიტუაციებიც: ძიძამ ჩვენი იმედები გაამართლა, საზრუნავი არაფერი გვაქვს, ყველაფერი გეგმიურად მიდის. ერთ დღეს ძიძა გვირეკავს და გვეუბნება , რომ მეუღლე არ უშვებს სამუშაოდ - “აბა, ოჯახს ხომ ვერ დავანგრევ”, ბოდიშს იხდის და გვემშვიდობება . ან რამდენიმე დღიან ავადმყოფობას იმიზეზებს და იძულებულნი ვართ ექსტრემალურ რეჟიმში ვიმორიგეოთ ბავშვთან ან სამსახურიდან დროებით გავთავისუფლდეთ. გადის დრო და ძიძის ავადმყოფობას დასასრული არ უჩანს. ამ დროს შესაძლოა ჩვენმა „მზრუნველმა“ ძიძამ სხვა , უკეთესი შემოთავაზება მიიღო და ჩვენი პატარა აღარც ახსოვს. ვინ არის ასეთ ნიუანსებზე პასუხისმგებელი? როგორ დავიზღვიოთ თავი მსგავსი გაუგებრობებისგან?

სააგენტო “Nanny” გირჩევთ - ამ და სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ითანამშრომლეთ სააგენტოებთან.