როგორ შევარჩიოთ ძიძა
ხშირად ბრმად ვენდობით ახლობლების რეკომენდაციას: ესა და ეს ძიძა ამა და ამ მინისტრთან მუშაობდა. თქვენც იმედებით ელოდებით კვალიფიციურ ძიძას, ეს უკანასკნელი კი არც ისე სრულყოფილია, როგორც წარმოგედგინათ. გაითვალისწინეთ: ძიძის პრესტიჟით თავის მოწონება ახლობლების წრეში, ბევრ ვერაფერ სარგებელს მოუტანს თქვენს პატარას. სააგენტო “Nanny” გირჩევთ: არჩევანი გააკეთოთ კარგად გამოცდილ ძიძაზე და არა, კარგად გაპიარებულზე.
უმჯობესია, ძიძასთან შეხვედრამდე წინასწარ ჩამოწერეთ საკითხები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეხება ეს ძიძის ვიზუალს, მეტყველებასა თუ სხვა ფიზიკურ მახასიათებლებს. დაუსვით კითხვები, რომელიც დაგეხმარებათ მისი ხასიათის ამოცნობაში. ეცადეთ ისაუბროს ძველ ოჯახზე, სადაც ადრე მუშაობდა. დააკვირდით, როგორ დაახასიათებს ბავშვს, მის მშობლებს, ნათესავებს. დააკვირდით იმ აქცენტებს, რომელსაც იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ ყვება, როგორ მოაბეზრეს თავი ოჯახის წევრებმა, ბავშვიც ძალზედ ჭირვეული და ურჩი აღმოაჩნდა, რომ არ უღირდა ანაზღაურება ნერვების ფასად და ა.შ. - სთხოვეთ, დააკონკრეტოს ის თვისებები, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გააკეთეთ დასკვნა: რამდენად შეძლებს იგი თქვენს ოჯახში ახალი წევრის სტატუსით შემოსვლას და თვითდამკვიდრებას.
ამ ფსიქოლოგიური გამოცდის შემდეგ დგება ძიძის პრაქტიკული გამოცდის მომენტი. რამდენიმე დღე სავსებით საკმარისია შეაფასო ძიძა მუშაობის პროცესში. ადამიანის უნარ-ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში უნებლიედ ვლინდება. დაკვირვებული თვალი უმალ შეამჩნევს ქალბატონს, ის დღეში ათჯერ რეცხავდა ჭურჭელს თუ ცხოვრების მანძილზე მეათედ გარეცხა, ისიც ვალდებულების გამო. ასევე თავისი უნარ-ჩვევებით ადვილი ამოსაცნობია გამოცდილი ძიძა .სააგენტო “Nanny” გირჩევთ: დააკვირდით, რამდენად აკურატულია იგი ბავშვის ნივთებთან მიმართებაში. შესაძლოა, მის ფუნქციაში სახლის დალაგება არ შედიოდეს, მაგრამ ძიძა ვალდებულია ბავშვი ჰყავდეს მოწესრიგებულ და სუფთა გარემოში.
სააგენტო “Nanny” გირჩევთ: დააკვირდეთ ძიძას, რამდენად კარგად იცნობს ბავშვის ქცევებს. როგორ რეაგირებს პატარის რეაქციებზე. ამ და სხვა დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა დასკვნის გაკეთება: ვანდოთ თუ არა ჩვენი პატარის ბედი ჩვენ მიერ მოწონებულ ძიძას.
სააგენტო “Nanny” შეგახსენებთ: პუნქტუალობა, ჰიგიენურობა, სისხარტე, ენერგიულობა, კეთილგანწყობა - ძიძის აუცილებელი მახასიათებელია.
რა უნდა გავითვალისწინოთ ძიძასთან ურთიერთობაში?
ფულის გადახდა - არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვყიდულობთ ძიძას. ჩვენ ვყიდულობთ ძიძის მომსახურებას, რომელიც საქართველოში ძალზედ შრომატევადი და დაბალანაზღაურებადია.
სააგენტო “Nanny” გირჩევთ: გაითვალისწინეთ, რომ ძიძა არ არის თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. იგი ოჯახის დროებითი წევრია. მას აქვს მკაცრად განსაზღვრული წასვლის და მოსვლის დრო და ფუნქცია-მოვალეობები. თუ იგი ნებაყოფლობით ასრულებს დამატებით სამუშაოს, შეაქეთ და გამოხატეთ მადლიერება. შესაძლებელია ფულადი წახალისებაც.
პერიოდულად მოულოდნელად დაბრუნდით ოჯახში, რათა გაიგოთ რა ხდება თქვენს არყოფნაში.
ძიძა მოირგებს იმ სტატუსს რასაც თქვენ მიანიჭებთ. თუ შეზღუდავთ და აიძულებთ, რომ ფანჯრის გაღებაც კი თქვენთან შეათანხმოს და გეყოლებათ მარად დირექტივებში, იგი გადაიქცევა თქვენს მორჩილებაში მყოფ პიროვნებად და ეცდება თავი დააღწიოს თქვენს დიქტატურას. სააგენტო “Nanny” გირჩევთ, დაფიქრდეთ : რა სარგებლობას მოგიტანთ ზედმეტი სიმკაცრე და კაპრიზული მოთხოვნები. თუმცა არ გამოვრიცხავ , რომ ბევრჯერ შენიშვნის მიცემა და სიმკაცრის გამოვლენა აუცილებელია.
ეცადეთ, კარგად შეარჩიოთ შენიშვნის ფორმები. არ გააღიზიანოთ ძიძა. თქვენი მიზანია სწორად მიაწოდოთ ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, თქვენს არყოფნაში იგი თქვენს ფუნქციებს ხალისით უნდა ითავსებდეს. მას უნდა ახსოვდეს თქვენი თხოვნა და არა ეშინოდეს თქვენი შენიშვნების. აკონტროლეთ ემოცია. არ არის აუცილებელი მკაცრი შენიშვნა ყვირილით გამოთქვათ. იგივე ფრაზა დაბალ ტონალობაშიც გამოითქმის და იგივე შინაარსის მატარებელია.
ეცადეთ შენიშვნის დროს იყოთ გულწრფელი და არა სუბიექტურად აქცენტირებული. თქვენი პრეტენზიები საყოველთაო ნორმებს უნდა ესადაგებოდეს . თუ სიცივეში ყველა ბავშვს ახურავს ქუდი, ნუ დააძალებთ ძიძას გაკაჟების მიზნით უქუდოდ გაიყვანოს ბავშვი სასეირნოდ. სჯობს, მსგავსი ექსპერიმენტები თავად ჩაატაროთ უქმეებზე, როცა მარტო დარჩებით ბავშვთან და შედეგზე თქვენ აიღოთ პასუხისმგებლობა.
კარგი ძიძა წახალისებას და კარგად მოპყრობას იმსახურებს, მაგრამ ცუდი ძიძა.....?
როგორია ცუდი ძიძა?

- თუ ძიძა არაპუნქტუალურია და მის გამო გვიწევთ მარად სამსახურში დაგვიანება .
- თუ ძიძა არაკეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას.
- თუ ძიძა არ ითვალისწინებს მშობლის მოთხოვნებს და საქმეს ზედაპირულად უდგება.
- თუ ძიძა არაჰიგიენური და დაუდევარია.
როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
სააგენტო “Nanny” გირჩევთ: არ შეეგუოთ მის უარყოფით თვისებებს, მაგრამ თავი შეიკავეთ კონფლიქტური სიტუაციებისგან. გაღიზიანებული და შეურაცხყოფილი ადამიანი ადვილად კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს. ძნელია ზრდასრული ადამიანის აღზრდა. ყოვლად დაუშვებელია, ასეთ ადამიანს ანდო საკუთარი შვილი აღსაზრდელად.
ასეთ სიტუაციაში გირჩევთ, დაუყოვნებლად აცნობოთ სააგენტოს. სააგენტო ვალდებულია დროულად მოახდინოს საჭირო რეაგირება. პირველ ეტაპზე - აუხსნას ძიძას დაშვებული შეცდომები და დაუყოვნებლად მოსთხოვოს მისი გამოსწორება. შეახსენოს ძიძას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. გააფრთხილოს, რომ ხელშეკრულებას აქვს იურიდიული ძალა და ამ ვალდებულებების დარღვევა იწვევს საჯარიმო სანქციას. უკიდურეს შემთხვევაში ,სააგენტო მშვიდობიანი ფორმით მოახდენს ძიძის ჩანაცვლებას. ნორმალურ სააგენტოს ხელშეკრულებით აქვს მინიჭებული უფლება დავის შემთხვევაში მიმართოს საქალაქო სასამართლოს.
ვიქრობთ ზემოხსენებული ინფორმაცია სარგებლობას მოგიტანთ.
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.
სააგენტო “Nanny” მზად არის თქვენი შეკითხვებიდან გამომდინარე შემოგთავაზოთ სასარგებლო რჩევები.
თქვენი ინტერესები და შეკითხვები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოგვწერეთ რა თემაზე ისურვებდით ინფორმაციის მიღებას ჩვენი ვებგვერდის დახმარებით.