4 საკვების სახეობა, რომელიც საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდის ჯანმრთელობისათვის

1.თაფლი, - ყურადღება! არსებობს ბოტულიზმის საშიშროება.
ხშირად თაფლი მიჩნეულია "ჯანსაღ ტკბილეულად", რადგან ვიტამინებით სავსეა. მაგრამ ის შეიცავს იმდენივე კალორიას, რასაც შაქარი და აზიანებს ბავშვის კბილებს, რადგან ეწებება და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხდება მისი ბოლომდე მოშორება. პირველი 2 წლის განმავლობაში არაა რეკომენდირებული თაფლის მიღება, რადგან ის ასწრაფებს ბოტულიზმის ბაქტერიის განვითარებას ახალშობილის ორგანიზმში.
2. მარილი - რეკომენდირებულია მისი რაც შეიძლება ნაკლები გამოყენება საკვებში.
რაც უფრო პატარაა მოზარდი, მით უფრო ნაკლები მარილი უნდა იქნეს გამოყენებული მის საკვებში, რადგან პირველი წლის განმავლობაში შეიძლება დაზიანდეს პატარას თირკმელები. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია, პატარას ფაფაში არა იმ დოზით მარილის გამოყენება, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში მოზრდილი ადამიანი ჩვეულებრივად აღიქვამს, ამ დროს, თირკმელები ძალიან დიდი დოზით დაიტვირთება.
3. რძე - გამოყენებულ უნდა იქნეს არა როგორც დასალევად, არამედ მხოლოდ საკვებში მის მოსამზადებლად.
მხოლოდ 6 თვიდანაა დასაშვები ყოველ დღე 200 მლ გრამი ცივი რძის მიღება ბავშვისათვის დასალევად. ის ორგანიზმს კალციუმით აჯანსაღებს, განსაკუთრებით კი მისგან დამზადებული ფაფა.
4. ყველი - დასაშვებია მხოლოდ ერთი წლის შემდგომ.
ყველი და რძის პროდუქტები, რომლებიც პასტერილიზებული არ არის შესაძლებელია ბაქტერიებით გაჯერებული იყოს. ამიტომ ახალშობილის კვების რაციონში ამ ტიპის საკვების გამოყენება რეკომენდირებული არ არის.