(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

გარდატეხის ასაკი და მისი თავისებურებები
 
24_1.jpgადამიანი დაბადებიდან ხანგრძლივ განვითარების ეტაპს გადის. ყველაზე თვალსაჩინო და მოსაფრთხილებელი კი გარდატეხის ასაკია. ეს ის პერიოდია, რომლის დროსაც, ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ ხელშეწყობა. 

გოგონებში ეს ხანა 10-11 წლიდან იწყება, ხოლო ბიჭებში 12-14 წლიდან. ამ დროს ორგანიზმში ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გარდაქმნები მიმდინარეობს, რაც საგრძნობლად განსაზღვრავს მოზრდილის ქცევას, დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან და გარშემო მყოფებთან. იცვლება მათი ყოველდღიური რეჟიმი, სურვილები, მისწრაფებები. ამ პერიოდში მშობლის როლი განსაკუთრებით დიდია, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში ხდება დიდი რაოდენობით სასქესო ჰორმონების გამოყოფა, პირველ რიგში უმჯობესი იქნება ბავშვის ჯანმრთელობის კონტროლი და შემდგომ ჯანსაღი გარემოს შექმნა.

ამ პერიოდში ბავშვებს გულის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებათ, გარდა ამისა ნერვული უჯრედები მარტივად ღეზიანდება, რაც გუნება-განწყობისა და ქცევის მკვეთრ ცვალებადობას იწვევს. ამ დროს მშობელი ვალდებულია ყველანაირი ნეგატიური, თუ პოზიტიური ცვლილება მშვიდად მიიღოს, თქვენი შვილის ხასიათის ჩამოყალიბება სწორედ ამ ასაკში ხდება, შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამ ფაქტორს ბავშვის სწორი ფსიქიკური განვითარებისათვის.

საყურადღებოა, კვების რაციონის სწორად განსაზღვრა, ორგანიზმის სწორად ფორმირებისათვის თქვენს ბავშვებს ბევრი ვიტამინი და სწორი კვება სჭირდებათ, ეცადეთ მოუწესრიგოთ ძილის რეჟიმი, რადგან უძილობა ბევრი პრობლემის გამოწვევის საფუძველია, პირველ რიგში კი ფსიქიკური აშლილობის. ამ დროს შეინიშნება ბავშის მიჯაჭვულობა კომპიუტერთან, სოციალურ ქსელებთან და სხვადასხვა თამაშებთან.

ნუ ეცდებით ბავშვის სრულ იზოლაციას, შეეცადეთ მხოლოდ განუსაზღვროთ დრო, რასაც კომპიუტერთან გაატარებს და ამით ბევრ პრობლემას აიცილებთ. ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ ბავშვის ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება გული და სხვა სისტემები დააზიანოს.  
 
24_2.jpg24_3.jpg24_1.jpg