(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

დაიბანეთ ხელები რეგულარულად!
 
25_1.jpgუმეტეს შემთხვევაში ვირუსების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა ხელების რეგულარული დაბანა. ილუსტრაციისათვის გთავაზობთ ფოტო კოლაჟს, რომელიც ნათელი მაგალითია განსაკუთრებით ბავშვებისათვის, თუ როგორ დაიბანონ საფუძვლიანად ხელები. 

ნაბიჯი 1:
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსების გავრცელების დროდ, მხოლოდ გრილი წელიწადის დროები არ უნდა მოვისაზროთ, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელების რეგულარული დაბანა. ამ დროს სხვადასხვა სადეზინფექციო სპრეიზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხელების დაბანის ტექნიკაა. დაისველეთ ხელები მთლიანად და კარგად.

ნაბიჯი 2:
მნიშვნელობა არ აქვს ხელების დასაბანად თხევად საპონს იყენებთ, თუ ჩვეულებრივს. მას შემდეგ რაც დაისველებთ კარგად ხელებს, ყველა ნაწილში კარგად წაისვით საპონი.

ნაბიჯი 3:
ხშირად მიკრობები თითების შუაში რჩება,ასევე ფრჩხილების მიმდებარე ადგილებში, ამიტომ მესამე და მეოთხე სურათი სწორედ იმის საილუსტრაციოდაა გამოყენებული, თუ როგორ ავცილოთ ეს პრობლემა.

ნაბიჯი 4:
მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ხელის ყველა ნაწილი დაფარულია საპნით, და ბაქტერიების უმეტესი ნაწილი განდევნილია, მოუშვით წყალი და დაიბანეთ ხელები.

რატომ არის ხელების დაბანა ასეთი მნიშვნელოვანი?
დღის განმავლობაში საქმეების უმეტესობას ჩვენივე ხელებით ვაკეთებთ, გადავაადგილდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვკიდებთ ისეთ ნივთებს ხელს, რომლებზეც შესაძლოა ვირუსის ბაქტერიების კერა იყოს. ვირუსებით დაინფიცირება შეიძლება მოხდეს, თუ ჭუჭყიანი ხელები თვალში მოგვიხვდება, ან ასეთი ხელებით შევჭამთ საჭმელს.  
 
ნაბიჯი 1: წაისევით საპონინაბიჯი 2: გაისაპნეთ ხელისგულები ნაბიჯი 3: გაისაპნეთ მტევნების გარე მხარენაბიჯი 4: გაისაპნეთ თითები შიდა მხარეებინაბიჯი 5: კარგად ჩამოიბანეთ
 ნაბიჯი 1 ნაბიჯი 2 ნაბიჯი 3 ნაბიჯი 4 ნაბიჯი 5