(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

იწონის თუ არა ახალშობილი ასაკთან შედარებით პროპორციულად
 
26_1.jpgპირველი ორი წლის განმავლობაში წონის კონტროლი ახალშობილების შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. როგორ უნდა დავადგინოთ იწონის თუ არა, პატარა საკმარისად თავის ასაკთან შედარებით? ამ თემის შესახებ დღეს ჩვენს სტატიაში ვისაუბრებთ.

თუ თქვენი პატარა მიირთმევს კარგად, ბევრს მოძრაობს და კარგი მადა აქვს, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ პატარა ჯანმრთელია და საკმარისადაც იწონის. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ თუ თავიანთი შვილი გამხდარია, მის ორგანიზმს ან ვიტამინები აკლია ან ბავშვი არაა ჯანმრთელი, სინამდვილეში კი ყველა ბავშვის აღნაგობა ინდივიდუალურია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით არ უნდა მოხდეს ბავშვის ჯანმრთელობის შეფასება. 

8-12 თვის ბავშვის შემხვევაში
ხშირია შემთხვევები, როდესაც 1 წლის ბავშვი უკვე დამოუკიდებლად დადის. 1 წლის ასაკისათვის ბავშვი უკვე ასამმაგებს დაბადების წონას და სიმაღლეში 25 სანტიმეტრით იმატებს. თუმცა პირველი წლის მეორე ნახევარში ბავშვის ზრდა ნელდება და მადა ქვეითდება. უმეტესად ბავშვები იმდენ საჭმელს იღებენ, რამდენიც მათ მადას დაუკმაყოფილებთ.  ეს ფაქტი საგანგაშო ნამდვილად არ არის, პირიქით ნერვიულობის საბაბი მხოლოდ იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ შეატყობთ, რომ თქვენი პატარა წონაში იკლებს და ზრდის პროცესი ნელდება. ყურადღება მისაქცევია ბავშის ჭარბი წონაც. უმჯობესია ბავშვმა მიირთვას ვიტამინებით ჯანსაღი პროდუქტი, ვიდრე კალორიებით მდიდარი, ამასთანავე თუ შეატყობთ, რომ თქვენი პატარა დანაყრდა, არაა საჭირო დამატებით საკვების შეთავაზება. უმჯობესია, თუ მაღალკალორიულ წვენებს არ მიიღებს მოზარდი. შეეცადეთ წაახალისოთ თქვენი პატარა თამაშით, რომ მან ბევრი იმოძრაოს.


1-2 წლის ბავშვის შემთხვევაში
ამ პერიოდში ბავშვები უკვე დადიან და იწყებენ ლაპარაკს. მათი ზრდის ტემპი იკლებს. თქვენმა ბავშვმა შესაძლოა მოიმატოს 2 კილოგრამი და გაიზარდოს 10-12 სანტიმეტრით. 2 წლის ბავშვის სიმაღლე მათი მოზრდილობის ასაკის სიმაღლის ნახევარია. ბიჭები ოდნავ უფრო მეტს იწონიან, ვიდრე გოგონები, ხოლო სიმაღლე დაახლოებით თანაბარია. 
სხეულის პროპორციები მნისვნელოვნად იცვლება, მომატებული ფიზიკური აქტივობის გამო კუნთოვანი მასაც იმატებს. 
მეორე წლის განმავლობაში ბავშვები იწყებენ დამოუკიდებლად ჭამას. მათი მადა და საკვების მიმართ ინტერესი ქვეითდება. ნელდება მათი ზრდის ტემპიც.