(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

კომპიუტერზე დამოკიდებულება - ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები
 
27_1.jpgდღესდღეობით ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას კომპიუტერზე დამოკიდებულება წარმოადგენს. საინტერესოა რა ქმნის ამის საფუძველს და რა პრევენციული ზომებია მისაღები ამ პრობლემისაგან თავის დასაღწევად.

ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის აზრით, საჭიროა კომპიუტერული ტექნოლოგიების ფუნქციების სწორი განსაზღვრა, ისე , რომ ამან არ გამოიწვიოს მასზე დამოკიდებულება. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით შეგვიძლია ადამიანის ტვინზე გავლენის მოხდენა, ნათელი მაგალითია ჩვენი საზოგადოების განვითარებისა და პროფესიონალიზმის, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს, შესაბამისად, კომპიუტერზე დამოკიდებულებასაც თავისი რიგი მიზეზები გააჩნია.

ცდების შედეგად დამტკიცებული იყო დიდი ხნის განმავლობაში, რომ ადამიანი, რაც უფრო ხანში შედიოდა, მას ეჩვენებოდა, რომ დრო უფრო სწრაფად გადიოდა, ეს ტენდენცია 21-ე საუკუნეში აზრს კარგავს, რადგან ჩვენს გარშემო ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა და ინფორმაციის სიუხვემ არ დაგვიტოვა იმის საშუალება ჩამოვრჩეთ მას, შესაბამისად, გვსურს უმეტესობა სიაახლეებისა შევიმეცნოთ, რაც დიდ ძალასა და დროს მოითხოვს, ხოლო დღის ბოლოს ჩვენს ტვინს რელაქსაციისათვის სჭირდება ენდორფინების მიღება, რომელსაც სწორედ რომ კომპიუტერული ტექნოლოგიები გამოყოფს. პირველი მიზეზი კომპიუტერზე დამოკიდებულების სწორედ რომ ესაა. სოციალური ქსელები, რომლებიც კონფორტულ გარემოს გვიქნის, რეალურად გვართმევს ბუნებრივი კომუნიკციის საშუალებას, ახალგაზრდებს აკომპლექსებს, სოციუმში ჩაკეტილს ხდის, წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობას უქვეითებს, საბოლოოდ კი დამოკიდებულება სენს ემსგავსება, რომელიც არათუ გვიადვილებს ცხოვრებას, არამედ, პირიქით, უფრო დიდი პრობლემის წინაშე გვაყენებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვების დამოკიდებულება კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან. ალბათ ბევრისგან მოგვისმენია, თუ რა სახით და სიძლიერითაა დამოკიდებული ბავშვი კომპიუტერზე. რაც იწვევს უამრავ პრობლემას, მაგალითად იმას, რომ ადრე ვერ დგება, დავალებას არ წერს, კონცენტრაციის უნარი აქვს დაქვეითებული... ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის აზრით, ამ დროს, როდესაც ბავშვი ასეთი ფორმითაა დამოკიდებული კომპიუტერს, არ იქნება მართებული მთლიანად აკრძალვა, რომ ჩამოშორდეს კომპიუტერს, რადგან ეს მას აგრესიულს გახდის. ქალბატონი თამარი მიმართავს და მოუწოდებს მშობლებს გამონახონ დღის ბოლოს ნახევარი საათი თავიანთ შვილებთან კომუნიკაციის დასამყარებლად, რომელიც არ უნდა გამოიხატებოდეს კონტროლში გააკეთა თუ არა მან დავალება, დაესწრო, თუ არა ცეკვის გაკვეთილს და ა.შ, მშობლებმა უნდა მოუყვენ შვილებს, თუ როგორ გაატარეს დღე, ასევე დაინტერესდნენ თავიანთი შვილების ყოველდღიურობით. მშობლებმა უნდა გამონახონ დრო და მოახერხონ ეთამაშონ თავიანთ შვილებს, ზღაპრები წაუკითხონ, დააინტერესონ სხვა რამით, ვიდრე კომპიუტერი სთავაზობს მათ შვილებს და რაც მთავარია არ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი მშობლებმა მოვალეობის მოხდის მიზნით, რადგან ეს ყველანაირ აზრს დაკარგავს.

ჩვენს საზოგადოებას განვითარებისათვის სჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელსაც ექნება წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი, იქნება არა სხვაზე არამედ საკუთარ თავზე დამოკიდებული, შეძლებს კომუნიკაციის ადვილად დამყარებას, რადგან სხვანაირად ჩვენი ცხოვრება აზრს დაკარგავს. გამონახეთ დრო თქვენი შვილებისათვის თუნდაც 15 წუთი დღეში, ის არამარტო ბავშვისათვის, არამედ თქვენთვისაც ერთ-ერთი ფსიქოთერაპიის საშუალება იქნება.  
 
27_2.jpg27_3.jpg27_4.jpg27_5.jpg27_1.jpg
  ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე