ორსულობის ბოლო თვე

პირველი ორსულობის დროს დედა ორმაგად ნერვიულობს.ამ დროს კი საჭიროა ემოციების კონტროლი და განცდა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ფსიქოლოგ ლანა ფრიდრიხის დასკვნით, ორსულის განწყობას ბავშვის გაჩენამდე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამ დროს ექიმის როლი განსაკუთრებით დიდია, რადგან სწორედ მან უნდა დაამშვიდოს და აუხსნას მომავალ დედას, რომ ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს და როგორც დედა, ასევე პატარა კარგად იქნება. თუ ორსული ბავშვის დაბადებამდე სკეპტიკურად განეწყო, ან ზომაზე მეტად განიცდის, ეს ხელს შეუშლის ბავშვის გაჩენის პროცესს, რადგან ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით შიშის ჰორმონები, რომლებიც აუცილებლად ბავშვზეც მოახდენს გავლენას.
ლანას აზრით, ამ დროს შიშის გრძნობის გასაქარწყლებლად უმჯობესია მომავალი დედები გაესაუბრონ სხვებს, რომლებსაც ეს სიტუაცია გავლილი აქვთ. რაც უფრო ნათლად წარმოიდგენს ორსული ამ შემთხვევას და თავს უსაფთხოდ იგრძნობს, ნაკლები რისკი არსებობს იმისა, რომ ბავშვის გაჩენის პროცესმა გართულების გარეშე ჩაიაროს. გარდა ამისა, ამ დროს ორსული თავს მარტო არ გრძნობს, თანადგომას იღებს, რაც სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება. ასევე ფსიქოლოგის რჩევით, ამ დროს არაა რეკომენდირებული ეწვიოთ სხვადასხვა ვებსაიტებს, რომლებზეც განთავსებულია რიგი ინფორმაცია ამ თემის შესახებ, ბევრი მათგანი არასანდოა ეს კი მხოლოდ თქვენთვის იქნება არახელსაყრელი. ასევე პარტნიორის როლი ამ დროს ძალიან დიდია, პირველ რიგში მისგან უნდა მოდიოდეს დიდი მხარდაჭერა. შეეცადეთ და ყოველ დღე თქვენი დაარწმუნეთ იმაში, რომ თქვენ ძალიან ძლიერი ხართ, თქვენი სხეული მზადაა გადალახოს ეს სირთულე, ეს თქვენ ძალიან დაგეხმარებათ.
ორსულობის ბოლო თვეში რეკომენდირებულია ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე ცოტა ხნით გასვლა, რადგან ნაყოფი დიაფრაგმას აწვება, რაც იწვევს ორსულის სუნთქვის პრობლემებს, ასევე ექიმები გვირჩევენ, არ მოდუნდეთ და რაც შეიძლება მეტი ისეირნოთ, რა თქმა უნდა, არა იმ რაოდენობით, რომ სეირნობამ დაღლილობა გამოიწვიოს. რაც შეეხება ნერვულ აშლილობებს, სისხლძარღვების პრობლემებს, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ვიტამინეს გაორმაგებული რაოდენობით მიღება, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი შვილისთვის. შესაძლებელია დამამშვიდებლის დანიშვნა ექითან კონსულტაციის შემდგომ.