რა უნდა ვიცოდეთ აცრის შემდგომ რეაქციაზე
აცრის შემდეგ ბავშვს შეიძლება ნანემსარი გაუმწვავდეს, გაუწითლდეს და აექავოს. თუ ასე მოხდა, ე.ი თქვენ შვილს აქვს რეაქცია აცრაზე. აცრის დროს ადამიანის ორგანიზმში შედის ნივთიერება, რომელიც აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშავოს იმუნიტეტი შეყვანილი ვაქცინის მიმართ. ექიმი გვირჩევს, აცრის შემდეგ 30 წუთის მანძილზე არ წამოვიდეთ საავადმყოფოდან, რადგან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს ძალიან მწვავე რეაქცია. ამიტომ უმჯობესია, ექიმთან ახლოს ვიყოთ. რეაქცია შეიძლება იყოს საერთო და ადგილობრივი.
ადგილობივმა რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს:
ნანემსარის შეშუპება
გაწითლება
ტკივილი
თუ გაწითლებული ადგილი არ აღემატება 2,5 სანტიმეტს, ეს არის მსუბუქი რეაქცია;
თუ მისი ზომა 2,5-5 სმ-მდეა, ითვლება, რომ ეს არის საშუალო რეაქცია;
5 სმ კი უკვე მძიმე რეაქციად ითვლება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ ნანემსარიდან დიდი რაოდენობით ლიმფა მოდის, ამ შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ ექიმს.
ნანემსარის გასაზომად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ასანთის კოლოფი, რომლის სიგრძეც 5 სმ-ია.
საერთო რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს:
ტემპერატურის მატება
პირღებინება
რას აკეთებენ ამ დროს ხშირად მშობლები:
ნანემსარ ადგილზე ადებენ კომბოსტოს ფოთლებს
გარშემო უსვამენ იოდს
ფეხებს აყოფინებენ ცხელ წყალში და სხვა რა უნდა გააკეთოს მშობელმა?
ექიმი კომაროვსკი გვირჩევს, რომ ამ დროს ბავშვის ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. გავართოთ. ჩვენ კი სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ხელით არ შევეხოთ ნანემსარს. ეს არ არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს რაიმე ავადმყოფობა უნდა მოვურჩინოთ, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ბავშვმა მშობლის დახმარებით მსუბუქად უნდა გადაიტანოს. სიცხის შემთხვევაში 37,5 გრადუსზეც კი შეგვიძლია მივცეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ალერგიული ბავშვებისთვის თქვენი პედიატრი გირჩევთ, რომელი მედიკამენტი გამოიყენოთ. ბავშვს უნდა დავალევინოთ კომპოტი და სხვა სითხე. თუ ის უარს იტყვის კომპოტებზე, შეგიძლიათ მისცეთ გაზიანი სასმელი, მთავარია, რომ ბავშვმა მიიღოს სითხე. მთავრია, მშობელს არ შეეშინდეს, ეცადოს გაართოს ბავშვი და ხასიათი გამოუკეთოს. აუცილებელია დააკვირდეს, გამოვლინდება თუ არა რაიმე სხვა გევრდითი მოვლენები და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ექიმს. სანამ ბავშვს აცრას გაუკეთებთ, ჰკითხეთ ექიმს, რისგან დაიცავს ბავშვს ეს ვაქცინა, რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოჰყვეს აცრას, რამდენ ხანში ვლინდება რეაქცია და სხვა საჭირო ინფორმაცია. აწარმოეთ დღიური, სადაც ჩაწერთ, როდის და რომელი ვაქცინით აცერით ბავშვი და მოჰყვა თუ არა ამას აცრის შემდგომი რეაქცია. ეს და სხვა ინფორმაცია, რომელიც ყოველთვის უნდა ჩაიწეროთ ხოლმე, მას მომავალში გამოადგება.