ჩვენს შესახებ
ძიძების სააგენტო "NANNY" გთავაზობთ გამოცდილ, კვალიფიციურ და სანდო ძიძას, მომვლელს, ოჯახის დამხმარეს, დამლაგებელს, მზარეულს, აღმზრდელს, პედაგოგს, ოფისში მომსახურე პერსონალს.
სააგენტო „Nanny” ჩამოყალიბდა გერმანული კომპანიის ბაზაზე და მის მთავარ ღირებულებას წამოადგენს კვალიფიციური კადრის დასაქმება, ოჯახში ჰარმონიული და მყუდრო გარემოს შექმნა. კომპანიის მიზანია: დანერგოს ჯანსაღი მიდგომა ოჯახში მომსახურე პერსონალის მიმართ , რათა გაიზარდოს მათი მოტივაცია და შრომისუნარიანობა.ჩვენ გვსურს ძიძის საქმიანობა გახდეს პროფესიული. პატრები გაიზარდნენ უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში. სააგენტო “NANNY “ არის ორგანიზაცია, სადაც ქალბატონებს ეძლევათ საშუალება გაესაუბრონ კვალიფიციურ კადრს და მიიღონ რჩევა-დარიგება თემებზე: როგორ მივიღოთ ოჯახში მომსახურე პერსონა, რომ ოჯახური ჰარმონია არ დაირღვეს. რა უნდა იცოდეს ძიძამ, რომ იგი ოჯახში სასურველი პერსონა გახდეს და ა.შ.
ევროპელი კოლეგების ფინანსურმა და ინტელექტუალურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სააგენტოს განვითარებაში.ერთთვიანი ვიზიტით , მოგვეცა საშუალება გერმანიის ფარგლებში გავცნობოდით ძიძების სააგენტოებს .უშუალოდ გვენახა ძიძა სამუშაო პროცესში. მოგეხსენებათ, გერმანია ძიძების დასაქმების სფეროში მსოფლიოს ლიდერი ქვეყანაა. აქ ხალისით მიემგზავრებიან მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან , რათა დაეუფლონ ძიძის პროფესიას. ბევრ მათგანს არ აქვს გამოცდილება, ამას ენობრივი ბარიერიც ერთვის მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვეში ძიძის პროფესია მათთვის საყვარელი და სასურველი ხდება. ძიძები შემოქმედებითად უდგებიან დაკისრებულ ვალდებულებას , რაც მუშაობის პროცესს საინტერესოს და სახალისოს ხდის. ცდილობენ მოერგონ ბავშვის ფსიქოლოგიას. ძიძა ერთგვარად წარმოადგენს კონტაქტურ ჯაჭვს ბავშვსა და ოჯახის წევრებს შორის. ძიძის ფუნქცია მხოლოდ ბავშვზე ფიზიკური ზრუნვით არ შემოიფარგლება. ძიძა ვალდებულია დროულად მოახდინოს ინფორმაციის გაცვლა ბავშვსა და გარესამყაროს შორის.
სააგენტო "NANNY" დაგეხმარებათ ძიძად დასაქმების მსურველებს გაეცნოთ თქვენს ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
გერმანიაში ერთის მხრივ გავეცანით ძიძებს, მათ აღსაზრდელებს, მშობლებს - მეორეს მხრივ კი გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა ძიძების საქმიანობის სფეროში . უნდა აღინიშნოს, რომ დიდია ჩვენი ევროპელი კოლეგების დაინტერესება და თანადგომის სურვილი. ვისაუბრეთ ქართველი ძიძების და ზოგადად ოჯახში მომსახურე პერსონალის პრობლემებზე. საქართველოში ამ ტიპის საქმიანობაზე მოთხოვნა დიდია, თუმცა შესაბამისი კადრის ნაკლებობა - აშკარაა. რამ გამოიწვია ეს დისბალანსი? რა არის ის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რაც ოჯახში მომსახურე პერსონამ ზედმიწევნით უნდა იცოდეს? ამ და სხვა საკითხებზე დისკუსიამ, დაგვანახა ბევრი პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
მომსახურების სააგენტო “NANNY “ მზად არის გაგაცნოთ მიღებული გამოცდილება, გაეცნოს თქვენს მოთხოვნებს, უპასუხოს შეკითხვებს, დაგეხმაროთ პერსონის სწორად შერჩევაში. გერმანიაში დანერგილი და მრავალგზის გამოყენებული სტანდარტები დაგვეხმარა გაგვეგო , თუ რა სამუშაო მეთოდებსა და ფსიქოლოგიურ ტრეინინგებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი შერჩევა.