(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

რატომ არის ახალშობილისათვის ძუძუთი კვება აუცილებელი
 
30_1.jpgახალშობილის კვების საკითხი საკმაოდ სპეციფიკური და მნიშვნელოვანია. ბოლო კვლევების თანახმად მეცნიერები მივიდნენ იმ დასვნამდე, რომ ბავშვისთვის დედის რძე შეუცვლელია. დედის რძის შემადგენლობაში შედის - წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები და მინერალები. ეს ის ნივთიერებებია იმ რაოდენობით, რომლებიც საჭიროა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, ამასთან რძეს გააჩნია დამცველობითი ფუნქცია. ის შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც პატარის იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. რძე იცავს ბავშვებს ნაწლავური და სასუნთქი სისტემის ინფექციებისაგან, აგრეთვე სხვა გართულებებისაგან.

არავითარ სხვა სითხეს ან საკვებს არ შეუძლია ასეთი დაცვის უზრუნველყოფა, როგორც დედის რძეს. მოზრდილებს, რომლებიც ბავშვობაში ძუძუთი იკვებებოდნენ, ხშირად აღენიშნებათ უფრო დაბალი არტერიული წნევა და ქოლესტერინის დაბალი დონე, ასევე ჭარბი წონის, სიმსუქნისა და დიაბეტის განვითარების დაბალი რისკი. არსებობს ფაქტები იმის შესახებ, რომ ძუძუთი კვების შემთხვევაში მოზრდილები ავლენენ უკეთეს გონებრივ შესაძლებლობებს.

სტატისტიკურად, ის ადამიანები, რომლებიც იკვებებოდნენ რძით უფრო ჯანმრთელები არიან. ძუძუთი კვება არამარტო ახალშობილისათვის, არამედ დედისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამცირებს სარძევე ჯირკვილის ავთვისებიანი დაავადების განვითარების რისკს.
 
30_1.jpg30_2.jpg30_3.jpg