(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

რჩევები ორსულებს კვების რაციონის სწორად განსასაზღვრად
 
34_1.jpgორსულობის პერიოდში კვების რაციონის სწორ განსაზღვრაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თქვენი პატარას განვითარებაზე დიდ გავლენას სწორად შერჩეული საკვები ახდენს. იმისათვის, რომ ავირიდოთ სხვადასხვა სახის პრობლემები, გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც როგორც ორსულებს, ისე მომავალ დედებსაც გამოადგებათ.

თქვენი პატარას იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს A ვიტამინი. განსაკუთრებით საჭიროა დიდი რაოდენობით ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს მიღება. შეეცადეთ გააკონტროლოთ და მიირთვათ ისეთი საკვები, რომელიც ამ სახის ვიტამინს შეიცავს.

მათ, ვისაც ზღვის პროდუქტები უყვარს აუცილებელია მიირთვას ორსულობის განმავლობაში ქაშაყი. თევზის ეს სახეობა, შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, რომელიც თქვენი პატარას თავის ტვინის განვითარებას ხელს უწყობს.

ექიმები ორსულებს ურჩევენ აუცილებლად მიირთვან წვნიანი, რომელიც მარცვლეულისგან იქნება დამზადებული. ეს ბავშვის კანსა და თმაზე პოზიტიურად აისახება, რადგან ხელს უწყობს ქსოვილების სიმჭიდროვესა და სიჯანსაღეს.

ასევე, რეკომენდირებულია ვიტამინ B6-ის მიღება, რომელსაც მრავლად შეიცავს ერთ-ერთი ყველის სახეობა “Feta“. ის სწორედ ახალშობილის ნერვულ სისტემაზეა პასუხისმგებელი და ასევე მთელი ორსულობის განმავლობაში მოგიწესრიგებთ ძილის რეჟიმს.

მიირთვით ზეთისხილი, ის თქვენი პატარას თავის ტვინისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას ხელს უწყობს.

და ბოლოს არ დაგავიწყდეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით კალციუმი, რომელიც არამარტო თქვენი პატარასთვის, არამედ თქვენთვისაც განსაკუთრებით საჭიროა, რადგან თქვენი პატარას ძვლების ზრდის პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ვინაიდან ახალშობილი სწრაფად იზრდება აუცილებელია მიიღოთ რეგულარულად კალციუმი, ეს კი ძალიან მარტივია. ყოველ დღე ერთი ცალი იოგურტის მიღებით ყველანაირ პრობლემას თავიდან აირიდებთ. 

34_2.jpg34_3.jpg34_4.jpg34_5.jpg34_6.jpg34_1.jpg