(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

ტკბილი საკვები ამაღლებული განწყობისათვის
 
35_1.jpgიმისათვის, რომ ყველდღიურობიდან გამოწვეული სტრესი და დაძაბულობა მოვიხსნათ, საკმარისი მხოლოდ სრულფასოვანი ძილი და დასვენება არაა. ჩვენს განწყობას ხშირად საკვებიც გვიუმჯობესებს, განსაკუთრებით კი ისეთი საკვები, რომელიც აზიანებს ჯანმრთელობას, მაგრამ მთელ რიგ ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს...
ალბათ ყველა მშობლისაგან მოგვისმენია და გაგვიგია, რომ ბევრი ტკბილი საზიანოა ჯანმრთელობისთვის, პატარებში ხელს უწყობს კბილების დაზიანებს, კარიესის განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ ისე არაფერი აბედნიერებთ პატარებს, როგორც ერთი ულუფა შოკოლადი...  ბედნიერების მიზეზი ჰორმონი სეროტინია, რომელსაც ბედნიერების ჰორმონს ვუწოდებთ. შოკოლადი იდეალური საშუალებაა ამ ჰორმონის გააქტიურებისათვის. ტკბილეულის გარდა ამ ჰორმონს ცხიმიანი საკვებიც ააქტიურებს. 

" ტკბილი საკვები არის სულის ელექსირი" ამ სიტყვების ავტორი გერმანელი ექიმი და პროფესორი ეკარტ რუთერია, რომელიც აღნიშნავს, რომ ჰორმონი სეროტინი  ყველაზე ძვირფასი და ბედნიერების მომტანი მატერიაა, რომელსაც თვით ფსიქიკური პრობლემების დაძლევაც კი შეუძლია. ამიტომ დაუშვებელია მშობელმა პატარას აუკრძალოს ტკბილეულის მიღება, რადგან ბავშვის ორგანიზმს ეს შესაძლოა ძალიან სჭირდებოდეს.

რჩევები მშობლებს: რა თქმა უნდა, ბავშვმა არ უნდა გადაწყვიტოს რა რაოდენობის ტკბილეული მიიღოს, მაგრამ მისი აკრძალვით შესაძლოა იმედგაცრუების გრძნობა ჩამოუყალიბდეს. ამიტომ აუცილებელია, მშობლელმა პატარებს აუხსნან, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მას შემდეგ, როცა მოზარდი გადაჭარბებული რაოდენობით ტკბილეულს მიიღებს(მაგ; ჭარბწონიანობა)

35_2.jpg35_3.jpg35_1.jpg