(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

უშვილობა და მისი გამომწვევი ფაქტორები
 
36_1.jpgუნაყოფობა დღესდღეობით საკმაოდ მძიმე და გავრცელებული პრობლემაა. სტატისტიკურად ყოველ მე-10 წყვილს არ შესწევს ძალა ბავშვის ყოლის. მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს, ჩვენ მოგაწვდით სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა.

უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თუ ქალი რეგულარული სქესობრივი თანაცხოვრების შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში არ დაორსულდა, ითვლება უნაყოფოდ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილებით აუცილებელია წყვილმა ექიმს ამ დროის გასვლის შემდეგ მიმართოს, რადგან დროულად მოხდეს სიტუაციის კონტროლი. როგორც გერმანელი ექიმები იუწყებიან, უშვილობის მიზეზი შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვეძებოთ. ნომერ პირველ პრობლემად სახელდება სტრესი, გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღება , სიგარეტის მოწევა, ფსიქიკური ასპექტები, ჭარბი წონა და ა.შ. მათი რჩევით, პირველ რიგში აუცილებელია კრიტიკულად გადამოწმდეს და შეიცვალოს წყვილის ყოველდღიური საქმიანობა, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტები, იმისათვის, რომ წყვილმა შეძლოს ბავშვის ყოლა.

არსებობს სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ქალია უნაყოფო, რეალურად კი საშიშროება იმისა, რომ წყვილი ამ პრობლემის წინაშე დადგეს თანაბარია.

ქალის უნაყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს ენდოკრინული დარღვევები, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები. პირველ რიგში უნდა გადამოწმდეს აქვს თუ არა ქალს დარღვეული ციკლი, შემდეგ კი მოხდეს სისხლში ჰორმონების კონტროლი. უნაყოფობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის აბორტი. აბორტი ორსულობის უხეში ლიკვიდაციაა. გამოფხეკისას, შესაძლოა, დაზიანდეს საშვილოსნოს კედელი და განვითარდეს ენდომეტრიტი, რაც შემდგომ ხელს შეუშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას. გამოფხეკისას ასევე შეიძლება დაზიანდეს საშვილოსნოს მილები და განვითარდეს მათი ანთება, შედეგად კი გაუვალობა ჩამოყალიბდეს. აბორტის დროს რეპროდუქციულ ორგანოებში ხშირად ინფექცია იჭრება და ასეპტიკური ანთება ვითარდება. ორსულობის დაწყებამდე ისე ეწყობა ორგანიზმი ჰორმონალურად, რომ უცებ მისი შეწყვეტა იწვევს ჰორმონული სისტემის აბსოლუტურ დანგრევას.

ამ პრობლემის პრევენციისათვის საჭიროა წყვილმა მალევე დაიწყოს ზრუნვა. ეს ის პრობლემაა, რომელიც, სამწუხაროდ, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება აღმოაჩნდეს, შესაბამისად ექიმთან ვიზიტი პროფილაქტიკის მიზნით არასდროსაა გვიანი. 
 
36_2.jpg36_1.jpg