ფიზიკურად აქტიური ბავშვები ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისაკენ

ექიმი თომას მიულერის აზრით, ის ბავშვები, რომლებიც ბევრს მოძრაობენ და ენერგიას ხარჯავენ რეგულარულად, მომავალში ნაკლებად აწუხებთ ეს პრობლემა. ამ დროს აუცილებელია დაკონკრეტდეს ასაკი, რადგან ახალშობილი ყველაზე მეტს მოძრაობს, შემდეგ კი, თუ მას ხელი არ შევუწყვეთ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით წყვეტს ფიზიკურ განვითარებას. მიულერის მტკიცებით, განსაკუთრებით საჭიროა 5-10 წლამდე ბავშვის ფიზიკური დატვირთვა. ბევრი მოძრაობა ხელს უწყობს დეპრესიის ჰორმონის გამომუშავების დაქვეითებას. მიულერის დაკვირვების ობიექტი იყო 800 ბავშვი, რომელთა ასაკი მერყეობდა 6-10 წელს შორის. პირველადი კვლევის შედეგად დადგიდნა, რომ მათი 52% იყო დეპრესიისკენ მიდრეკილი. მიულერმა დაიწყო ამ ბავშვების ყოველ დღიურად ფიზიკურად დატვირთვა, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რომ მათი რაოდენობა შემცირდა და 46% გახდა. ამ დაკვირვების შედეგად, მიულერმა დაასკვნა , რომ მხოლოდ ნახევარი საათი ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვაც კი აგვარიდებს დეპრესიის ჩამოყალიბებას ზრდასრულ ასაკში. ამ დროს ბავშვის განწყობა და ხასიათი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, ბავშვი აღარაა დამოკიდებული იმ სიხშირით სოციალურ ქსელებზე, რა სიხშირითაც მანამდე იყო. ასევე, სპორტული აქტივობებისას მოზარდი ხდება მეტად სოციალურად აქტიური. ფართოვდება სამეგობრო წრე და ა.შ.
ამდენად, ბავშვის ფიზიკური დატვირთვა სხვადასხვა სპორტის სახეობით დიდ როლს თამაშობს მის განვითარებაზე, სწორედ ამიტომ , ყველა მშობელი ვალდებულია გაითვალისწინოს ყოველივე ზემოთ ხსენებული და ხელი შეუწყოს ბავშვის ფიზიკურ აქტივობას.