ჯანსაღი და გემრიელი ფაფების რეცეპტები თქვენი პატარებისთვის

5-6 თვის ასაკიდან მოთხოვნილების გარდა პატარებს უჩნდებათ ინტერესი გასინჯონ და დააგემოვნონ სხვადასხვა საკვები. ახალშობილები განსაკუთრებულ ინტერესს მაშინ ავლენენ საკვების მიმართ, როდესაც ოჯახის წევრებს მაგიდასთან შეკრებილებს ხედავენ. ძირითადად ისინი მიირთმევენ იმ საკვებს, რომელიც მათთვის ნაცნობი და გემრიელია, როდესაც გნებავთ კვების რაციონში ახალი საკვების დამატება, ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, რადგან პატარებმა შეიძლება უარი განაცხადონ მათ მიღებაზე. ახლა კი გთავაზობთ იმ მარტივ და ვიტამინებით მდიდარ ფაფების რეცეპტებს, რომლის მომზადებაც დიდ დროს ნამდვილად არ წაგართმევთ.
რძისა და მარცვლეულის ფაფა
200 მლ რძე
20გ ჰერკულესის მარცვლეული
2-3 კოვზი ხილის წვენი, ან გახეხილი ხილისგან დამზადებული პიურე
ჰერკულესი და რძე მოხარშეთ ერთდროულად და ერთად დაბალ ტემბერატურაზე, ხოლო ხილის წვენი ან პიურე ნელ-ნელა დაამატეთ.
ბოსტნეულის კარტოფილის და ხორცის ფაფა
90-100 გრ ბოსტნეული
40-60 გრ კარტოფილი
20-30 მოხარშული ხორცი
2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
გარეცხეთ ბოსტნეული და კარტოფილი, გაფცქვენით და წვრილად დაჭერით, ხორციც ასევე იმავე ზომის წვრილ ნაჭრებად დააქუცმაცეთ . 150 მლ წყალი დაამატეთ ხარშვისას. 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ და ზეთი საბოლოოდ დაამატეთ.