(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

გერმანელი ფსიქოლოგი მარტინ მაიერი გირჩევთ
 
42_1.jpgთუ გსურთ ჩვილს განუვითარდეს დამოუკიდებლობის გრძნობა, კოორდინაციის უნარი და მიეჩვიოს ყურადღების მობილიზებას... გერმანიაში ჩატარებული  უდიდესი კვლევის თანახმად, რომელსაც ბერლინის ერთ-ერთი უნივერსიტეტის  პროფესორი და პროფესიით ფსიქოლოგი მარტინ მაიერი ატარებდა. დადგინდა, რომ თამაში ჩვილი ბავშვის განვითარებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს. ამ დროს პატარა იწყებს სამყაროს აღქმას. ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, რა თავგადასავალია პატარასათვის, როდესაც სხვადასხვა ფერადი სათამაშო ხმებს გამოსცემს, ან ემოციებს გამოხატავს, რომლებიც ჯერ კიდევ უცხოა მისთვის. მარტინ მაიერის კვლევის თანახმად, ბავშვებს უყვართ სიახლოვე და ცდილობენ იპოვონ შეხების ადგილები. მხოლოდ გარეგანი დათვალიერება ვერ უზრუნველყოფს სიახლეების სრულად აღქმას. მნიშვნელოვანია, პატარა არამარტო დააკვირდეს, არამედ შეეხოს კიდეც საინტერესო ნივთს.

ეცადეთ, მისცეთ ბავშვს საშუალება დამოუკიდებალად გაუმკლავდეს და თავად მოახერხოს ნივთების ახლოს მიტანა. ამ დროს მას ადრეული ასაკიდანვე უვითარდება დამოუკიდებლობის გრძობა და თავს ბედნიერად გრძნობს. უყალიბდება კოორდინაციის უნარი, რაც ტვინის გავარჯიშებასაც უწყობს ხელს.

6 თვის ასაკიდან რეკომენდირებულია უყიდოთ ბავშვებს ისეთი წიგნები, რომლებშიც ბევრი ნახატია. სამყაროს შესახებ შთაბეჭდილებას ფერადი ნახატებიც უქმნიან. სურათების დათვალიერების პროცესში, მშობლების ახლოს ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს თქვენი პატარა ეჩვევა და სწავლობს, თუ როგორ გაანაწილოს ყურადღება, მოახერხოს და მიიღოს წიგნიდან ახალი ინფორმაცია და პარალელურად მოგაქციოთ ყურადღება თქვენც. 
 
42_2.jpg42_3.jpg42_1.jpg