მეტი თავისუფალი სივრცე პატარებს

ჰიპერმზრუნველობა ერთ-ერთი აქტუალური და მწვავე პრობლემაა იმ პრობლემათა შემდგომ, რომლებიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. ხშირად უპირობო სიყვარული მშობლების მხრიდან შვილის მიმართ, ზედმეტი ყურადღება და გადაჭარბებული მზრუნველობა ამ პრობლემის ჩამოყალიბების საფუძველს ქმნის. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვდება, სკოლის პერიოდში მარტივად კომუნიკაციას ვერ ახერხებს, ხოლო საბოლოოდ კი გადაწყვეტილების მიღების ეშინია, არ იცის მისთვის რა არის პრიორიტეტული, რადგან მიჩვეულია, რომ ეს სხვამ უნდა განსაზღვროს. დამოუკიდებლობის მნიშვნელობასაც ვერ იაზრებს მოზრდილ ასაკში, აწუხებს კომპლექსები და ხშირად ნერვული აშლილობით იტანჯება, ამ ყველაფრის თავი და თავი კი არასწორი აღზრდის მეთოდია. მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს ოთახში მარტომ, როდესაც არანაირი საფრთხე არ არსებობს მისი მარტო დატოვების, აცადეთ თავად გადაწყვიტოს რომელი საჭმელი უყვარს, რა უნდა ჩაიცვას ხვალ სკოლაში და შეწყვიტეთ მითითებები, მოისმინეთ მათი აზრი და გაითვალისწინეთ, რადგან მათი გონებრივი შესაძლებლობები უფრო ფართოა, ვიდრე თქვენი, ნუ აკრიტიკებთ ახალ თაობას, არ შეიძლება ყოველი თაობა ერთმანეთს ჰგავდეს, დაეხმარეთ თქვენს შვილებს პიროვნებად ჩამოყალიბებაში და არ იმოქმედოთ ამ პროცესის საწინააღმდეგოდ, რადგან ჩვენს საზოგადოებას ძალიან აკლია ინდივიდუალიზმი, თქვენი შვილი კი აუცილებლად იქნება ერთ-ერთი, რომელიც ნაცრისფერი რეალობის შეცვლას დაიწყებს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი უნიკალურია, ყველას სხვადასხვა მოთხოვნილება გვაქვს, ყველას სხვადასახვა ნიჭი გვიბოძა ღმერთმა უსასყიდლოდ და მიეცით მისი რეალიზების საშუალება ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე.
ამ პრობლემის გადაჭრის გზა შემდეგში მდგომარეობს: საჭიროა დარეგულირდეს მზრუნველობის ზღვარი. ძალიან რთულია კონტროლი და გააზრება იმისა, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც მშობლებს შვილისათვის უნდა, შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვის განვითარების თვალსაზრისით. ის, რაც ყველა თაობის, თუ საუკუნის პრობლემა იყო და არის სწორედ ინდივიდუალიზმის და თავისუფლების ნაკლებობაა. ასწავლეთ დაინახოს ბავშვმა მათი საზღვრები,აღიქვას და დააკვირდეს, რადგან მათ ცოდნას მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებს.