ბავშვები და შინაური ცხოველები

"ყველას ვისაც ბავშვობაში შინაური ცხოველი ჰყავდა და უყვარდა კარგად იცის ნდობისა და მეგობრობის მნიშვნელობა"- განმარტავს მეტ კასელი, კვლევის ხელმძღვანელი და მკვლევარი კემრიჯის უნივერსიტეტის. ნდობისა მეგობრობის გარდა ბავშვებს უვითარდებათ პასუხისმგებლობისა, კომუნიკაციისა და სხვაზე ზრუნვის უნარი, რაც მომავალში დიდ როლს ახდენს მათ საზოგადოებაში ადაპტაციას. შინაური ცხოველები ბავშვის საუკეთესო მეგობრები შეიძლება გახდნენ, განსაკუთრებით ეს ეხება დედისერთა და მორცხვ ბავშვებს.
თუ გადაწყვეტთ შინაური ცხოველის ყოდვას თქვენი პატარასათვის, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი მხოლოდ პატარას სურვილი არაა. პირველ რიგში უნდა იცოდეთ არის თუ არა რომელიმე ოჯახის წევრი ცხოველის ბეწვზე ალერგიული. თუ ეს შემთხვევა დადგინდა, აუცილებლად მოგიწევთ შინაური ცხოველის გაჩუქება, რომელიც არამარტო თქვენს პატარაზე არამედ ცხოველზეც უარყოფითად იმოქმედებს, რადგან პატარები მათ ხშირად, როგორც ოჯახის წევრებს ისე აღიქვამენ, უვლიან, ეფერებიან და როგორც ადამიანს ისე ეპყრობიან.
ფსიქოლოგები გვირჩევენ: ისეთი ოჯახების შემთხვევაში, რომელშიც ორივე მშობელი დაკავებულია და ცოტა დრო აქვთ საკუთარი შვილისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაური ცხოველის ყოლა, რადგან ამ დროს ბავშვები მოკლებულნი არიან სითბოსა და ყურადღებას. ასევე მათი როლი განსაკუთრებულია მორცხვი და გაუბედავი ბავშვების შემთხვევაში, ისინი მათ ანდობენ საკუთარ სიხარულსა თუ ტკივილს. ასევე ფსიქოლოგების აზრით, ცხოველები ოჯახში დაძაბულობას ანეიტრალებენ, ამცირებენ სტრესს, ეხმარებიან ოჯახის წევრებს გამოჯანმრთელებაში.
შინაური ცხოველების გავლენა თქვენს პატარაზე საკმაოდ დიდია, მაგრამ გასათვალისწინებელია ამ დროს, არა მხოლოდ თქვენი პატარას ინტერესები, არამედ ცხოველებისაც, რადგან ისინი საჭიროებენ ნორმალურ ჯანსაღ გარემოში ყოფნას და კარგად მოქცევას.