ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს, ზაფხულის პირველ დღეს მთელი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. ამ დღეს საკუთარი მწვანე ფერის დროშა აქვს, რომლის ცენტრში დედამიწა და მის გარშემო ხუთი სხვადასხვა ადამიანის ფიგურაა გამოსახული. მწვანე ფერი ჰარმონიისა და სიცოცხლის ფერია. ხუთი ადამიანის ფიგურა სხვადასხვა რასის ხალხს ნიშნავს, რომელთა შორის მხოლოდ მეგობრული კავშირი უნდა იყოს და არა - მტრული. ვარსკვლავი, რომელიც ფეხის ფიგურებითაა წარმოდგენილი - დადებითი სხივია. ხუთი სხვადასხვა ფერის წრე სიმბოლოა მთელი კაცობრიობის, რომელსაც ერთი საწყისი აქვს. ცენტრში მოთავსებული დედამიწა - ჩვენი სახლია. ლურჯი ფიგურა ღმერთს წარმოადგენს, რომელიც ამ ყველაფრის ავტორად გვევლინება.
საქართველოში, რა თქმა უნდა, ამ დღის აღნიშვნა რეაგირების გარეშე არასდროს რჩება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გერმანიაში ცივი ომის დასრულების შემდგომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისის ნაცვლად 20 სექტემბერს აღნიშნავდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს თარიღი შეიცვალა და გერმანიაც იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა, რომლებიც 1 ივნისს აღნიშნავენ ამ დღეს. გერმანიის ქალაქ კიოლნში ეს დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება, ბევრი ღონისძიების პარალელურად კიოლნის ქუჩებში ძალიან ბევრ ტურისტს შეგვიძლია შევხვდეთ.
ავსტრია გერმანიის მსგავსად ამ დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავდა, თუმცა მოსახლეობა ამის შესახებ ნაკლებად იყო ინფორმირებული, მათ ფაქტობრივად არ იცოდნენ ამ დღის არსებობის შესახებ. დღესდღეობით კი ორგანიზაცია UNICEF-ის დახმარებით ამ დღის მეტი პოპულარიზაცია ხდება და ავსტრიაშიც საკმაოდ ბევრ ღონისძიებას ვხვდებით ამ დღესთან დაკავშირებით.