(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

ბავშვის განვითარების სტადიები მუცლადყოფნის დროს
 
51_1.jpgეს სტატია საშუალებას მოგცემთ თვალი ადევნოთ და მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება თქვენი პატარა ყოველი კვირის განმავლობაში.


კვირა 5: თუ ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი გიჩვენათ, იცოდეთ 1 სანტიმეტრისა და რამდენიმე გრამის მქონე ინდივიდი თქვენს სხეულშია. გილოცავთ, თქვენ ორსულად ხართ!!!

კვირა 6: თქვენი ბავშვის გულის ცემა გაორმაგებული რითმით იწყებს ფუნქციონირებას, ახლა ის ისე ფეთქვას, როგორც თქვენი.

კვირა 7: თქვენი ბავშვი ნელ-ნელა იზრდება და ვითარდება, ის ჯერ მხოლოდ 6 სანტიმეტრია.

კვირა 8: ბავშვს უვითარდება თითები, ტერფები, ფეხები და ხელები.

კვირა 9: ექოსკოპიის ვიზიტისას შეგიძლიათ მისი გულის ცემის ხმა მოისმინოთ გარკვევით.

კვირა 10: თქვენი პატარა ნელ-ნელა იზრდება და წონაში მატულობს, არ შეგეშინდეთ, თუ შარვალს ვეღარ იკრავთ :) ის დროა საორსულო ტანსაცმელი მოირგოთ.

კვირა 11: ბავშვი იწყებს იმპულსებზე რეაგირებას, მან უკვე იცის რომელი გრძნობებია მისთვის სასიამოვნო და უსიამოვნო.

კვირა 12: ცუდად გრძნობდით თავს გასულ კვირებში? სასიამოვნო ინფორმაცია: ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!

კვირა 13: თქვენი პატარა აღებს პირს და შეუძლია ტუჩებს შეეხოს , მოულოდნელად თითებიც კი შეიძლება ჩაიდოს პირში.

კვირა 14: თქვენი პატარას გული საშუალოდ 155-ჯერ ფეთქავს 1 წუთის განმავლობაში.

კვირა 15: გასულ კვირებთან შედარებით თქვენი პატარა რამდენიმე სანტიმეტრით გაზრდილია.

კვირა16: თქვენი ბავშვი კიდევ უფრო იზრდება, ისევე როგორც თქვენი მუცელი :)

კვირა17: 13 სანტიმეტრისა და 140 გრამის მქონდე ინდივიდი აქტიურად განაგძობს ზრდასა და განვითარებას :)

კვირა 18: ხელები და ფეხები სრულიად განვითარებულია, ნელ-ნელა ფრჩხილები იწყებს ზრდას.

კვირა19: ის დროა ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და გადაამოწმოთ ორსულობის მიმდინარეობა.

კვირა 20: ალბათ იგრძენით ისეთი ნაზი შეხება, როგორც პეპლის. როგორი შეგრძნებაა, როდესაც თქვენი შვილი პირველად გეხებათ?

კვირა 21: ბავშვი იწყებს სმენას, არ გაგიკვირდეთ, თუ პატარა მოცარტის მოსმენისას ცეკვას დაიწყებს :)

კვირა 22: 28 სანტიმეტრისა და 430 გრამის მქონე ინდივიდს უკვე გემოს გარჩევა შეუძლია.

კვირა23: თქვენს პატარას მოწესრიგებული დღისა და ღამის ფაზები აქვს. მან იცის როდის უნდა დაიძინოს.

კვირა24: აგრძნობინეთ ბავშვს, რომ ის გიყვართ.

კვირა 25: თქვენი პატარა პირველად ახელს თვალს.

კვირა 26: ცაცია თუ მემარჯვენე? მეცნიერების აზრით, 26-ე კვირაში ამის დადგენა შესაძლებელია.

კვირა 27: თქვენი პატარა 1 კილოგრამს იწონის, თქვენი მუცელი კი უფრო და უფრო მრგვალდება. არ გაგიკვირდეთ, თუ არ იცით ღამე როგორ დაწვეთ.

კვირა 28: ძვლის ტვინი დამოუკიდებლად ახერხებს სხეულის სისხლით მომარაგებას. შესაძლოა ბავშვს სხვა სისხლის ჯგუფი ჰქონდეს, ვიდრე თქვენ.

კვირა 29: ჯერ ძალიან ადრეა, იმისათვის რომ თქვენი პატარა სამყაროს მოევლინოს.

კვირა 30: თქვენი პატარა ოცნებობს :) სამწუხაროდ, მეცნიერებმა არ იციან ზუსტად რაზე, მათ შეუძლიათ მხოლოდ ივარაუდონ.

კვირა 31: 41 სანტიმეტრი და 1600 გრამი, არ გაგიკვირდეთ, თქვენს ბავშვს ძალიან უყვარს ტკბილი :)

კვირა 32: ალბათ შეგიმჩნევიათ, როცა ძილი გინდათ თქვენი პატარა მაშინ მოძრაობს, მას საკმარისზე მეტი ენერგია აქვს იმისთვის, რომ იმოძრაოს.

კვირა 33: 2 კილო და 44 სანტიმეტრი, ეს სრულიად მისაღები პარამეტრებია.

კვირა 34: დროა დაიწყოთ ზრუნვა, თქვენს ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატება.

კვირა 35: ბავშვის იმუნური სისტემა ჩამოყალიბებულია, მზადაა დაბადებისას გაუმკლავდეს ბაქტერიებს.

კვირა 36: შეიცვალა თქვენმა პატარამ წოლის პოზიცია? ეს თქვენთვის უკეთესი იქნება.

კვირა 37: თქვენს პატარას თმა ამოსდის :)

კვირა 38: ცოტაც მოითმინეთ, თქვენი პატარა ნამდვილად ბევრს მოძრაობს.

კვირა 39: თქვენი პატარა მზადაა თქვენს შესახვედრად.

კვირა 40 ის დროა, შენი პატარა და ტკბილი შვილი ხელში აიყვანო.
 
51_2.jpg
51_3.jpg51_4.jpg