გასაუბრება ძიძასთან
როგორ გვინდა გავაცნოთ თავი მსმენელს და რატომ? 
რჩევები რომელიც საგულისხმოა ნებისმიერი მოსაუბრისათვის:

რჩევები რომელიც საგულისხმოა ნებისმიერი მოსაუბრისათვის:
- ნუ იქნებით გადაჭარბებული და ზედმეტად აქცენტირებული.
- უმჯობესია ისაუბროთ მოკლედ და პროდუქტიულად, ვიდრე გრძლად და მოსაწყენად.
- ნუ გაამხვილებთ ყურადღებას იმ საკითხებზე, რაც ისედაც ყველასათვის ნათელია. დავუშვათ შევეხეთ დაგვიანების თემას. უმჯობესია მოსაუბრეს აუხსნათ, თუ რა ცუდი შედეგი მოყვება თქვენს დაგვიანებას სამსახურში, ვიდრე მოახსენოთ: „დაგვიანების შემთხვევაში დაგითხოვთ, რადგან მე საყვედურს მომცემენ სამსახურში“.
- ძიძების სააგენტო "Nanny" გირჩევთ, რომ არ ჩაეძიოთ მოსაუბრეს, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვეულებრივ, სამსახურის ძიებისას გვსურს, რომ ჩვენზე შეაჩერონ არჩევანი. ვცდილობთ ჩვენს პოტენციურ დამქირავებელს პოზიტიურად გავეცნოთ. მოვყვეთ გამოცდილების, დამსახურების და ჩვენს მიმართ წინა სამსახურიდან გამოთქმული სამადლობელი სიტყვების შესახებ.
- გირჩევთ, ზედმეტად ნუ შეაქებთ საკუთარ თავს. თუ გასაუბრებაზე ადამიანი ცდილობს, რომ აგრესიულ ტონალობაში ისაუბროს, მაშინ საჭიროა დავფიქრდეთ რამდენად სურს მას (ჩვენს შემთხვევაში ძიძად) მუშაობა. ხომ არ აღიქვამს ამას თავის დამცირებად. ხომ არ არის ნეგატიურად განწყობილი ამგვარი სამსახურის მიმართ.
- გირჩევთ, დააკვირდით რამდენად უშუალოა ადამიანი თქვენთან საუბარში. გულახდილ საუბარს ზედმეტი მანერულობა და ჟესტები არ ახლავს. გულახდილი საუბარი შინაარსის მიუხედავად უმეტესად საინტერესო მოსასმენია.