(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

დაბალი შეფასება და მისი გამომწვევი მიზეზები
 
54_1.jpgხშირად მშობლებს უჭირთ გაანალიზება იმ მიზეზებისა, თუ რატომ იღებს მისი შვილი სკოლაში დაბალ შეფასებას. ძირითადად მათ მიაჩნიათ, რომ მათი შვილი ზარმაცია, სინამდვილეში კი პრობლემა შეიძლება სულ სხვა რამეში მდგომარეობდეს.

ფსიქოლოგები დაკვირვებითა და ექპერიმენტებით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დაბალი შეფასება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ჩვენ კი გთავაზობთ ამ მიზეზების ჩამონათვალს:

1. არსებობს ნაწილი ბავშვებისა, რომლებიც ზედმეტად დაძაბულები არიან ტესტის წერისა, თუ მეცადინეობის პერიოდში. ხშირად უჭირთ დაფიდან სწორად გადაწერა, ან დავალებებს იწერენ შეცდომით, მოუსვენრად იქცევიან გაკვეთილზე. გამოცდა მათთვის სტრესთან ასოცირდება და ეს მათ აბრკოლებთ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმის გამოვლენაში.

2. მეორე ნაწილი ბავშვებისა, რომლებიც ასევე ხშირად დაბალი ნიშნებით ფასდებიან, ვერ ახერხებენ კონცენტრაციას. ასეთ დროს ბავშვს სჭირდება დრო იმის გასაანალიზებლად, რომ მოწყდეს სხვა რამეზე ფიქრს და ჩაერთოს გაკვეთილის პროცესში. გამოცდის დროს ასეთი ბავშვებს, ძირითადად მათემატიკის დავალებებში მოსდით შეცდომები. პლიუსის მაგივრად მინუსს წერენ, ან კარნახის დროს სიტყვები ავიწყდებათ, ასევე სიტყვებში ტოვებენ ასოებს და ა.შ

3. ფსიქოლოგები რიგით მესამე პრობლემას ბავშვის მოტივაციას აბრალებენ. ასეთ დროს ბავშვებს გათავისებული აქვთ დიდი პასუხისმგებლობა დავალების სრულყოფილად შესრულების, თუმცა ეს არ გამოსდით. ამ დროს ისინი შეცდომით ასრულებენ დავალებებს და ძირითადად მოუწესრიგებლად. თუ შენიშნეს, რომ რამდენიმეჯერ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, აღარ აქვთ სურვილი ამ პრობლემის გამოსწორების. გამოცდის დროს კი აღმოჩნდება, რომ მასალა საფუძვლიანად არ იციან, პასუხები კითხვას არ შეესაბამება, ეს ყველაფერი კი დაბალი შეფასების მიღების საფუძველია.

4. მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნებიან ისეთი ბავშვები, რომლებიც დროს სწორად ვერ ანაწილებენ და სტრატეგიულად არ უდგებიან სწავლის პროცესს. ასეთ დროს შეიძლება მთელი დღის განმავლობაში იჯდეს მოზარდი ტელევიზორთან და გადაწყვიტოს გვიან მეცადინეობა. მათ დავალებებში აღინიშნება საკმაოდ ბევრი შეცდომა და მოუწესრიგებლობა. გამოცდის დროს კი შეიძლება მთლიანი სიტყვები გამოტოვონ წინადადებებში, ან სულაც სიტყვების ნახევარი დაწერონ.

5. და ბოლო კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ბავშვები, რომლებსაც აშკარად უჭირთ გამოცდისთვის შესაბამისად მომზადება. შეიძლება არ იცოდნენ ზუსტი საკითხები, ან გადაწყვიტონ ყველაფრის სწავლა, როდესაც რეალურად სასწავლი ბევრად ცოტა და საერთოდ სხვა მასალა იყო. საბოლოოდ როცა გააცნობიერებენ, ხვდებიან , რომ ცოტა დროა დარჩენილი და მათ მიერ ნასწავლი მასალა არაა ხარისხიანი.

ასეთ დროს ფსიქოლოგები გვირჩევენ სწორად გავითავისოთ პრობლემის არსი და გავაანალიზოთ მიზეზი დაბალი შეფასებისა. თუ სტრატეგიულად მივუდგებით ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, თავიდან ავირიდებთ და საბოლოოდ კარგ შედეგს მივიღებთ.  
 
54_2.jpg54_3.jpg54_1.jpg