მედიის გავლენა პატარებზე

ხშირ შემთხვევაში, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ის გადაცემები, რომლებიც მოზრდილი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, პატარებიც დიდი გულისყურით ადევნებენ თვალს. გერმანიაში, ასეთი ფაქტების ჭარბი რაოდენობის საფუძვლით, ჩატარდა კვლევა, რომელიც გადაცემის სპეციფიკის შესაბამისობას პატარებთან იკვლევდა. 3-დან 13 წლის ასაკის მოზარდებში განისაზღვრა ის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც იმ კონკრეტულ ეტაპზე მათთვის შესაბამისი იყო. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მულტფილმებში, სადაც ერთ-ერთ სცენას გამომშვიდობება წარმოადგენს, ბავშვისათვის საკმაოდ მგრძნობიარეა. გარდა გამოსამშვიდობებელი სცენებისა, ამ ასაკის ყველა მოზარდი ძალადობის სცენებზე განსაკუთრებულად რეაგირებს, უფრო მეტადაც კი, თუ ეს შემთხვევა, რეალურ ფაქტს წარმოადგენს.
გამიკითხულ მშობელთა თქმით, ტელევიზორი, მათთვის ერთგვარ დამხმარე ფუნქციას წარმოადგენს, რადგან ამ დროს ბავშვი მოწყვეტილია სრულიად ყველაფერს და მხოლოდ გადაცემებზეა ორიენტირებული. ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, არასწორია, რადგან პირველ რიგში მშობელმა უნდა აკონტროლოს მოზარდი რას უყურებს, რა სიხშირითა და ინტენსივობით.
ფსიქოლოგები ასევე გვირჩევენ გავაკონტროლოთ ის მულტფილმები, რომლებიც პატარასათვის განსაკუთრებით საყვარელია. ხომ არ შეიცავენ ისინი ძალადობის ნიშნებს, ან ისეთი ქმედებების შესრულებისაკენ ხომ არ მოუწიდებენ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენი პატარას ფსიკიკურ განვითარებას.