მოთხოვნა რომ არ გავდეს კაპრიზს

- სავარაუდოდ რა ასაკის უნდა იყოს ბავშვის მომვლელი?
- როგორ უნდა გამოიყურებოდეს გარეგნულად, როგორი ჩაცმის სტილი იქნებოდა თქვენთის მიზანშეწონილი?
- რა განათლების მქონე იქნებოდა თქვენთვის მისაღები?
- დაფიქრდით აუცილებლად, დიდი გამოცდილების მქონე ძიძა გჭირდებათ, თუ თქვენს მითითებებს მეტნაკლებად ახლბედაც გაართმევს თავს.
- როგორი ხასიათისა და უნარ-ჩვევების მქონე გამოგადგებათ: აქტიური, სწრაფი, სხარტი, ფიცხი თუ მშვიდი, მომთმენი, დინჯი, ნაკლებად-აქტიური ადამიანი? ზემოთ მოყვანილ კითხვებზე პასუხი თუ მზად გაქვთ, ნიშნავს იმას, რომ შეიმუშავეთ გარკვეული გარეგნული და შინაგანი მონაცემების კრიტერიუმები. ეს ზოგადი დასკვნები დაგეხმარებათ საღი გონებით შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ადამიანი,რომელიც შეძლებს თქვენს ჩანაცვლებას და თქვენს პატარაზე სათანადო მზრუნველობას. შემდეგი ეტაპი არის მოთხოვნები, რომელთა ჩამოყალიბებაც დაგვეხმარებათ იმის გავერკვევაში, თუ რას მოველით ჩვენთვის სასურველი ძიძისაგან. ამ ეტაპზე ვაყალიბებთ კონკრეტულ მოთხოვნებს, ანუ იმ ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც ძიძამ უნდა შეასრულოს.
- ჩამოაყალიბეთ თქვენი მოთხოვნა ნათლად. კონკრეტულად რა დრო გინდათ დაუთმოს ძიძამ პატარის გონებრივ განვითარებას, ფიზიკურ განვითარებას, გასეირნებას და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა ყოველდღიურ საქმიანობას. როგორ გადანაწილდება ფუნციები თქვენსა და ძიძას შორის, ან ძიძასა და ოჯახის სხვა წევრებს შორის.
- მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა საყურადღებოა პირველივე დღეებიდან. უმჯობესია დედამ დროის უმეტესი ნაწილი ახალშობილთან გაატაროს. ეს გაუადვილებს მას შემდგომ ურთიერთობებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მშობიარობიდან რამოდენიმე თვეში აპირებს სამსახურში გასვლას ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას. მსაგვს შემთხვევაში მნიშვნელოვანია დედის მითითებები ძიძის მიმართ. რამდენადაც კარგადაა მშობელი ბავშვის ფსიქო-ფიიზიკურ მონაცემებზე ინფორმირებული, იმდენად უადვილდება ძიძას მასთან მუშაობა. შესაბამისად, ბავშვის დატოვების შემდეგ, იქმნება სიმშვიდის მეტი საფუძველი. დედას, რომელიც ნაკლებ დროს ატარებს ახალშობილთან, თითონ კი სხვა საქმიანობითაა დაკავებული, შემდგომში უჭირს ძიძას მისცეს სწორი მითითებები. ბუნებრივია ეს ართულებს სიტუაციას. გააკეთეთ სწორი არჩევანი უმჯობესია სრულფასოვნად გაეცნოთ თქვენს პატარას და შემდეგ ჩააბაროთ იგი კვალიფიციურ ძიძას. საკუთარი შვილის შეცნობა პრიორიტეტულია ყველა დედისათვის.