ორმაგი მემკვიდრეობის თეორია

ამ თეორიის მთავარი მონაპოვარი მეცნიერების აზრით, არის ის, რომ კულტურა ადამიანის ქცევის განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნიეს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდე შუა საუკუნეების ეპოქაში მას მხოლოდ ზედნაშთურ შემთხვევას მოიაზრებდნენ.
ადამიანები ცხოვრობენ ინდივიდუალობის და სოციუმისადმი დამორჩილების ღირებულებებს შორის მუდმივ კონფლიქტში. ინდივიდმა ერთის მხრივ უნდა დაიცვას თავისი ინდივიდუალობა, ამას გარკვეული ღირებულება აქვს მისთვის და მეორეს მხრივ საზოგადოების ნორმებისადმი დაქვემდებარებასაც გარკვეული ღირებულება მიეწერება.
როგორ შეიძლება მოვახდინოთ გავლენა სხვებზე? რა უნდა ვიცოდეთ, რომ შევძლოთ შევცვალოთ მათი ქცევები, ატიტუდები და გრძნობები სასურველი მიმართულებით? რა სიტუაციური და პიროვნული მახასიათებლების ცოდნაა საჭირო რათა ეფექტურად გადავწვიტოთ პრობლემები? ესაა საკითხები რომლებიც სოციალური ფენომენების იმ სფეროში განიხილებიან, რომელიც სოციალური გავლენების სახელწოდებითაა ცნობილი და სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს.
სოციალურ ფსიქოლოგიაში ნაკვლევია და დადგენილია მთელი რიგი პროცესები, რომელთა გამოყენებით შეიძლება გავლენა მოვახდინოთ სხვებზე – შევცვალოთ მათი რწმენები, ატიტუდები და ქცევები, მათ შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა კონფორმიზმი, დამთმობობა და მორჩილება, რომლებიც მეტნაკლებად კარგადაა შესწავლილი. კონფორმიზმი – როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას, რწმენას ან ატიტუდს არსებული სოციალური ნორმების ზეგავლენით. ამრიგად, კონფორმიზმი განიხილება როგორც საშუალება რომლითაც ჯგუფი ან საზოგადოება აყალიბებს თავისი წევრების აქტიობას. ეს ხორციელდება იმ ფორმალური და არაფორმალური წესებით, რომლებიც მიუთითებენ თუ რომელია სწორი (მისაღები) ქცევა.
დამთმობობა – წარმოადგენს სოციალური გავლენის უფრო პირდაპირ და პიროვნულ ფორმას. დამთმობობასთან გვაქვს საქმე როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას სხვისი მოთხოვნით. მორჩილება – ხორციელდება სიტუაციაში სადაც ინდივიდი ცვლის თავის ქცევას სხვისი პირდაპირი ბრძანებით. ჩვეულებრივ ინდივიდს რომელიც ბრძანებას იძლევა იგულისხმევა რომ აქვს ძალა დაიმორჩილოს სხვა, რომ მას აქვს ძალაუფლება.