(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

ოჯახი და კარიერა
 
59_1.jpg„4 წლის წინ ჩემი პირველი შვილი ლუკა გაჩნდა, ეს იმდენად დიდი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ მისთვის ყველაფერს დავთმობდი, შესაბამისად, დავრჩი სახლში და დავიწყე მასზე ზრუნვა. ჩემი ქმარი, ტომი, ბევრს მუშაობდა, დადიოდა მივლინებებში, ხანდახან ხდებოდა ისეც, რომ 1 კვირა სახლში არ ბრუნდებოდა. თავიდან ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ნახევარი წლის განმავლობაში ვერც მეგობრების ნახვას ვახერხებდი და ვერც სავარჯიშოდ წასვლას, ჩემი მეუღლე კი შინ დაღლილი, ბევრი საქმით ბრუნდებოდა. ჩვენს შვილს მამის ყურადღებაც სჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ გამოსავლის მოძებნა, ის მივლინებებში აღარ წავიდოდა და პირდაპირ თავისი ფირმიდან გაართმევდა დაკისრებულ ვალდებულებას თავს, თუმცა ამის გამო უფროსმა ხელფასი 1000 ევროთი შეუმცირა, რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები შეგვიქმნა და გახდა საჭირო მეც მომეძებნა სამსახური...“ - ემილია ვინინგერი.

სტანდარტული შემთხვევა: ორი, თავის სფეროში წარმატებული ადამიანი. გარკვეულ ვითარებაში ხვდება ერთმანეთს. გადის დრო, უყვარდებათ ერთმანეთი, ქორწინდებიან და მოულოდნელად, ისე, რომ მზად შეიძლება არც იყვნენ, ხდებიან მშობლები. პრობლემა იმაშია, რომ ოჯახის შექმნა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, რომლებსაც, სამწუხაროდ, დღესდღეობით ცოტა თუ იაზრებს. ჩვენ, ადამიანებს, გვსურს ვიყოთ, როგორც ჩვენი პროფესიით წარმატებულები, ასევე გვყავდეს ოჯახი და შვილები, მაგრამ ვერ ვახერხებთ ყველაზე ძვირადღირებული სიმდიდრის, დროის გადანაწილებას.

იშვიათად თუ შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერს ერთდროულად ახერხებენ და საკმაოდ წარმატებულადაც გამოსდით. ეს არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას, მხოლოდ გააზრებას და მზად ყოფნას იმ დიდი პასუხისმგებლობისა, რომელიც წინ გველოდება. დღეს ჩვენ იმაზე მეტად თავისუფლები ვართ, ვიდრე ადრე, იმაზე მეტადაა ჩვენი უფლებები დაცული, ვიდრე გასულ საუკუნებში, მაგრამ გვაქვს გაცილებით მეტი პრობლემა და ნაკლები დრო. შესაბამისად, თუ ვქმნით ოჯახს, ეს ჩვენი არჩევანია, მაგრამ მის უკან დამალულ მთელ რიგ პრობლემებს პრაგმატული გადაწყვეტილების გზები უნდა მოვუძებნოთ.

გაინტერესებთ ემილიას ამბის დასასრული? მან შექმნა თავისი ორგანიზაცია, თავისსავე სახლში, მეგობრებისა და ძველი კოლეგების დახმარებით, რომლის საქმიანობასაც სახლიდან გაუსვლელად ახერხებდა და 24 საათი თავის შვილთან ერთად იყო. ბავშვის აღზრდაში ემილიას მეუღლეც ეხმარებოდა, რომელმაც დატოვა სამსახური და მას მხარში დაუდგა. ახლა ვინიგერების ოჯახის შემოსავალი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს ადრე იყო, ისინი კვლავ ერთად ცხოვრობენ, ზრდიან თავიანთ შვილს და საკმაოდ წარმატებული არიან თავიანთ საქმეში. ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია სწორად დალაგებული პრიორიტეტების და იმისა, თუ, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს წარმატებული საკუთარ საქმიანობაში და ჰყავდეს არაჩვეულებრივი ოჯახი.  
 
59_2.jpg59_3.jpg59_4.jpg59_1.jpg