რა უნდა გავითვალისწინოთ ახალშობილის კვების დროს

თუ თქვენი პატარა დედის რძით იკვებება, 6 თვემდე დამატებითი საჭმლის მიცემა არაა საჭირო, რადგან 6 თვის განმავლობაში დედის რძე სრულიად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებებს, რომლებიც ახალშობილის ორგანიზმს ესაჭიროება. რაც შეეხება 6 თვის შემდგომ პერიოდს, ამ დროს საჭიროა ვიტამინებისა და ნახევრადმყარი მიკროელემენტების შემცველი საკვების დამატება, რადგან ეს პერიოდი მოიაზრება ბავშვის განვითარების ახალ ეტაპად.
რეკომენდირებულია თავდაპირველად კვების რაციონში შევიდეს ხილის წვენი და პიურე, შემდგომ უკვე ფაფა, ხორცი, ბოსტენულის პიურე და სხვ. 1 წლამდე ასაკში არ არის მიზანშეწონილი კვერცხის ცილის, ციტრუსის, თაფლის გამოყენება. ყოველი ახალი საკვები ინიშნება თანდათან, მზარდი დოზით. არ შეიძლება ერთდროულად ორი, ახალი საკვების მიცემა. თუმცა, საჭიროა 1 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში პედიატრთან რეკომენდაცია ახალი საკვების დამატების შესახებ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ახალშობილის ორგანიზმი ინდივიდუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკვირვებითა და სიფრთხილით უნდა მოხდეს კვების რაციონის განსაზღვრა.