რა უნდა გავითვალისწინოთ ძიძასთან ურთიერთობაში

სააგენტო “Nanny” გირჩევთ: გაითვალისწინეთ, რომ ძიძა არ არის თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. იგი ოჯახის დროებითი წევრია. მას აქვს მკაცრად განსაზღვრული წასვლის და მოსვლის დრო და ფუნქცია-მოვალეობები. თუ იგი ნებაყოფლობით ასრულებს დამატებით სამუშაოს, შეაქეთ და გამოხატეთ მადლიერება. შესაძლებელია ფულადი წახალისებაც. პერიოდულად მოულოდნელად დაბრუნდით ოჯახში, რათა გაიგოთ რა ხდება თქვენს არყოფნაში. ძიძა მოირგებს იმ სტატუსს, რასაც თქვენ მიანიჭებთ. თუ შეზღუდავთ და აიძულებთ, რომ ფანჯრის გაღებაც კი თქვენთან შეათანხმოს და გეყოლებათ მარად დირექტივებში, იგი გადაიქცევა თქვენს მორჩილებაში მყოფ პიროვნებად და ეცდება თავი დააღწიოს თქვენს დიქტატურას.
სააგენტო “Nanny” გირჩევთ, დაფიქრდეთ: რა სარგებლობას მოგიტანთ ზედმეტი სიმკაცრე და კაპრიზული მოთხოვნები. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრჯერ შენიშვნის მიცემა და სიმკაცრის გამოვლენა აუცილებელია. ეცადეთ, კარგად შეარჩიოთ შენიშვნის ფორმები. არ გააღიზიანოთ ძიძა. თქვენი მიზანია სწორად მიაწოდოთ ინფორმაცია.
გაითვალისწინეთ, თქვენს არყოფნაში იგი თქვენს ფუნქციებს ხალისით უნდა ითავსებდეს. მას უნდა ახსოვდეს თქვენი თხოვნა და არა ეშინოდეს თქვენი შენიშვნების.
აკონტროლეთ ემოცია. არ არის აუცილებელი მკაცრი შენიშვნა ყვირილით გამოთქვათ. იგივე ფრაზა დაბალ ტონალობაშიც გამოითქმის და იგივე შინაარსის მატარებელია. ეცადეთ შენიშვნის დროს იყოთ გულწრფელი და არა სუბიექტურად აქცენტირებული. თქვენი პრეტენზიები საყოველთაო ნორმებს უნდა ესადაგებოდეს.
თუ სიცივეში ყველა ბავშვს ახურავს ქუდი, ნუ დააძალებთ ძიძას გაკაჟების მიზნით უქუდოდ გაიყვანოს ბავშვი სასეირნოდ. სჯობს, მსგავსი ექსპერიმენტები თავად ჩაატაროთ უქმეებზე, როცა მარტო დარჩებით ბავშვთან და შედეგზე თქვენ აიღოთ პასუხისმგებლობა.
კარგი ძიძა წახალისებას და კარგად მოპყრობას იმსახურებს, მაგრამ ცუდი ძიძა…..? როგორია ცუდი ძიძა?
– თუ ძიძა არაპუნქტუალურია და მის გამო გიწევთ მარად სამსახურში დაგვიანება.
– თუ ძიძა არაკეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას.
– თუ ძიძა არ ითვალისწინებს მშობლის მოთხოვნებს და საქმეს ზედაპირულად უდგება.
– თუ ძიძა არაჰიგიენური და დაუდევარია.
როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? სააგენტო “Nanny” გირჩევთ: არ შეეგუოთ მის უარყოფით თვისებებს, მაგრამ თავი შეიკავეთ კონფლიქტური სიტუაციებისგან. გაღიზიანებული და შეურაცხყოფილი ადამიანი ადვილად კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს. ძნელია ზრდასრული ადამიანის აღზრდა. ყოვლად დაუშვებელია, ასეთ ადამიანს ანდო საკუთარი შვილი აღსაზრდელად. ასეთ სიტუაციაში გირჩევთ, დაუყოვნებლად აცნობოთ სააგენტოს.
სააგენტო ვალდებულია დროულად მოახდინოს საჭირო რეაგირება. პირველ ეტაპზე – აუხსნას ძიძას დაშვებული შეცდომები და დაუყოვნებლად მოსთხოვოს მისი გამოსწორება. შეახსენოს ძიძას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. გააფრთხილოს, რომ ხელშეკრულებას აქვს იურიდიული ძალა და ამ ვალდებულებების დარღვევა იწვევს საჯარიმო სანქციას. უკიდურეს შემთხვევაში, სააგენტო მშვიდობიანი ფორმით მოახდენს ძიძის ჩანაცვლებას. ნორმალურ სააგენტოს ხელშეკრულებით აქვს მინიჭებული უფლება დავის შემთხვევაში მიმართოს საქალაქო სასამართლოს.
ვიქრობთ ზემოხსენებული ინფორმაცია სარგებლობას მოგიტანთ. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.
სააგენტო “Nanny” მზად არის თქვენი შეკითხვებიდან გამომდინარე შემოგთავაზოთ სასარგებლო რჩევები. თქვენი ინტერესები და შეკითხვები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოგვწერეთ რა თემაზე ისურვებდით ინფორმაციის მიღებას ჩვენი ვებგვერდის დახმარებით.