როგორ მოვუაროთ სხეულს ორსულობის შემდეგ

ერთ-ერთ გავრცელებულ პრობლემას ორსულობის დროს ქალის სხეულზე სტრიების გაჩენა წარმოადგენს. სტრიები წარმოადგენს ატროფიულ ნახეთქებს, რომელიც თავს იჩენს კანზე სხვადასხვა ფერის ზოლების სახით. სტრიები თავისი არსით იგივე შრამებია, მხოლოდ უფრო მსუბუქი სტრუქტურით. სტრიების გაჩენის ძირითადი მიზეზია კანის ბოჭკოების დაჭიმულობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხანგრძლივი დაჭიმულობის დროს ხდება კანის ბოჭკოების დახეთქვა და ჯანმრთელი კანის გარდაქმნა ნაწიბურებიან ქსოვილად.
სტრიები არ წარდმოადგენს ჯანმრთელობისთვის და ითვლება კოსმეტიკურ დეფექტად, თუმცა ზოგჯერ ის შეიძლება წარმოადგენდეს სიგნალს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, მითუმეტეს, თუ ეს პრობლემები უკავშირდება ენდოკრინული სისტემის დაავადებებს, ამიტომ, სტრიების წარმოქმნისას, თუ მას არ აქვს კავშირი ფეხმძიმობასთან ან სხვა რაიმე მიზეზით კანის დაჭიმვასთან და ამასთანავე ადგილი აქვს წონაში სწრაფ, აუხსნელ მატებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ ენდოკრინოლოგს.
როგორ მოვიშოროთ სტრიები?
სტრიების მკურნალობის ეფექტურობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნა დაწყებული მკურნალობა მისი გამოვლენის მომენტიდან. სტრიების სრული მოცილება შესაძლებელია მხოლოდ მისი განვითარების ადრეულ ეტაპებზე. სტრიები, რომელიც წარმოიქმნა 1 წელზე მეტი ხნის წინ, არის თეთრი ფერის და მასში სრულად ფორმირებულია ნაწიბურებიანი ქსოვილი, ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას და მისი უკვალოდ გაქრობა თითქმის შეუძლებელია, თუმცა სრულიად რეალურია იგი გახდეს პრაქტიკულად შეუმჩნეველი. არსებობს სტრიების მკურნალობის მეთოდების საკმაოდ ფართო არჩევანი, კონკრეტულად რომელი მეთოდია საჭირო, ეს დამოკიდებულია სტრიების თავისებურებებზე და უნდა გადაწყდეს მკურნალ ექიმთან კონსულტაციით და შეთანხმებით.მაშ ასე:
LPG მასაჟი - მისი ზემოქმედება მიმართულია კანის უჯრედების მიერ კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციაზე.ამას გარდა იგი ახდენს სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე.
РF ლიფტინგი - ახდენს კანის უჯრედების აღდგენის პროცესების აქტივირებას დაზიანებულ კანზე.მისი გამოყენება საშუალებას იძლევა საგრძნობლად შემცირდეს დაზიანების ფართობი.
ულტრაბგერითი თერაპია - ულტრაბგერებით ახდენენ კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების მიკრომასაჟს, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და იძლევა ლიფტინგის ეფექტს. ეს მეთოდი კარგია ახლადგაჩენილი და მცირე ზომის სტრიების სამკურნალოდ.
მეზოთერაპია - სამკურნალო პრეპარატების შეყვანა უშუალოდ სტრიების ამობურცულ ქსოვილში, საშუალებას იძლევა დაზიანებული კანის სტრუქტურა ჯანმრთელი კანის სტრუქტურას დაუახლოვოს.
პილინგი - არსებობს კანის სხვადასხვაგვარი პილინგი (ზედაპირული, საშუალო, ქიმიური, ლაზერული) ის, თუ რომელი პილინგი იქნება უფრო ეფექტური კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა განსაზღვროს სპეციალისტმა სტრიების ადგილმდებარეობის, ასაკისა და ზომის მიხედვით.პილინგი ასწორებს კანის არათანაბარ ზედაპირს და აჩქარებს მასში უჯრედების დაყოფის პროცესს.
მიკროდერმაბრაზია - იგივე დოზირებული პილინგი, რომელიც ნაკლებად ტრამვულია ვიდრე ქიმიური პილინგი. მეთოდის არსი კანის ზედაპირიდან მისი გარქოვანებული, დანეკროზებული ზედაპირული შრეები მოშორება და გასუფთავებული ზედაპირის "გაპრიალებაა".
ლაზერული თერაპია -.ეს მეთოდი ეფექტურია ყველაზე ძველი სტრიების სამკურნალოდაც კი.კარგ ეფექტს იძლევა კანის ფრაქციული გაახალგაზრდავების მეთოდიც.მისი საშუალებით ასევე ახდენენ კანის ნაწიბურებისა და ღარების კორექტირებასიგი ნაკლებ ტრამვულიცაა, ვიდრე კანის კლასიკური ლაზერული თერაპია. თუმცა ზოგჯერ ეს მეთოდი არ იძლევა შედეგს და საბოლოოდ მაინც საჭიროა სტრიების ლაზერით მოშორება და კანის ლაზერული გაპრიალება