რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პატარასთან ერთად მგზავრობის დროს

1. რა უნდა ჩავაცვათ პატარას მგზავრობის დროს?
მნიშნელობა არ აქვს მანქანით გადაადგილდებით, მატარებლითა თუ თვითმფრინავით, ასევე თბილა, ცივა თუ ზომიერი ტემპერატურაა, აუცილებელია თქვენს პატარას ეცვას მოსახერხებლად, ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად შეეცადეთ ასევე მაქსიმალურად კომფორტული ტანსაცმლით შემოსოთ თქვენი პატარა.
2. თან იქონიეთ აუცილებლად დამატებითი ბოდე!
განსაკუთრებით საგულისყუროა, რომ თუ გრძელ დისტანციაზე გადაადგილდებით, თან იქონიოთ დამატებითი ბოდე. მგზავრობის დროს ბავშვის სხეული გამოყოფს ოფლს,რომლითაც სველდება მისი მაისური, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გაციება.
3.აუცილებლად წაიღეთ თან პატარას საყვარელი სათამაშო!
არაერთი ექსპერიმენტით დადასტურებულია, რომ პატარებს ნახევარ საათზე მეტი დროის მჯდომარე გატარება არ შეუძლიათ, ასევე ზოგიერთი ბავშვისათვის მგზავრობა არაკომფორტულია, შესაბამისად პოზიტიური ხასიათის შესაქმნელად არ დაგავიწყდეთ წაიღოთ თან ის სათამაშო, რომელიც თქვენს პატარას განსაკუთრებით უყვარს.
4. თუ თქვენი პატარა დამოუკიდებლად ვერ დადის...
როდესაც დანიშნულების ადგილას ჩახვალთ, აუცილებლად მოგიწევთ პატარას ხელით გადაადგილება, რაც მისთვის არაკომფორტულია, შესაბამისად უმჯობესია თან იქონიოთ ე.წ კენგურუ, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ცხელ ამინდში არ გამოიყენოთ ის, რადგან მშობლის სხეულის ტემპერატურა ბავშვზე გადადის, რაც ნამდვილად არაა მისთვის სასიამოვნო და სასარგებლო.
5.მგზავრობისას აუცილებელია პატარამ მიიღოს ბევრი სითხე!
არ აქვს მნიშვნელობა დედის რძეს მიიღებს, წყალს საწოვარათი, თუ ხილის წვენს, აუცილებელია რომ მგზავრობის დროს არ გამოიფიტოს ბავშვის ორგანიზმი, ამიტომ მას აუცილებლად სჭირდება სითხის მიღება.