უნდა დავტოვოთ თუ არა მძინარე ბავშვი მარტო

ჩვენ თქვენთვის შევაგროვეთ მნიშვნელოვანი ფაქტები ამ თემის შესახებ ალბათ დამეთანხმებით, რომ ბავშვის ძილის დროს მშობელს ბევრი საქმის ერთდროულად გაკეთება უწევს. ეს პერიოდი ყველა მშობლისათვის საკმაოდ ნაყოფიერია, რადგან ბევრი რამის მოსწრება შეიძლება, მაგრამ ისე, რომ პატარა უყურადღებოდ არ დარჩეს. ამ დროს მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ბავშვის ძილის მიმდინარეობის პროცესი, ამისათვის კი აუცილებელია იცოდეთ, თუ რა პერიოდის განამვლობაში სძინავს პატარას ღრმად და როდიდან იწყებს გამოფხიზლებას...
ეს თავს აგარიდებთ ორ მთავარ პრობლემას, არ დაშავდეს ბავშვი, როგორც ფიზიკურად ისე მორალურად... განვითარების ფსიქოლოგის ჰერბერტ რენცის განმარტებით, ბავშვის ღრმა ძილის ხანგრძლივობა ნახევარი საათია, ნახევარის საათის შემდეგ, თუ ბავშვის ოთახში რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორია, ბავშვი იწყებს გამოფხიზლებას, ამ დროს კი კონტროლი აუცილებელია.
როდესაც ბავშვი იწყებს ტირილს, აუცილებელია მაშინვე რეაგირება, რადგან ამ დროს ბავშვს არ გაუჩნდეს სიმარტოვის და მიტოვებულობის განცდა, რომელიც აუცილებლად მოზრდილ ასაკში იჩენს თავს, ამიტომ მიუღებელია ბავშვის ძილის დროს ისეთი საქმეების კეთება, რომელიც დაგაკარგვინებთ კონტროლს თქვენს პატარაზე.
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ხშირად მშობლები მძინარე პატარებს არათუ საძინებელ ოთახში, არამედ მანქანაშიც კი მარტო ტოვებენ. ბავშვის ძილის ხანგრძლივობა ყოველთვის ერთნაირი არაა, მათმა მარტო დატოვებამ კი მრავალი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს.