ფსიქოლოგიური პორტრეტი დედისერთა ბავშვები

დედისერთა ბავშვებს უჭირთ გაუნაწილონ სხვებს ის, რაც მათ ეკუთვნით. ისინი მხოლოდ თავიანთ თავზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა ეს შემდგომში ძალიან კარგ თვისებად შეიძლება გადაიზარდოს. ბავშვები სწავლობენ უკომპრომისოდ მიზნის მიღწევას ნებისმიერ საქმეში, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საქმეს და საკმაოდ წარმატებითაც ართმევენ თავს.
კვლევების თანახმად, ხშირად ბავშვები უფროსი და-ძმის გავლენის ქვეშ უფრო ხშირად ექცევიან, ვიდრე მშობლების. ხდებიან მეტად ეჭვიანები და ხშირად თავს დაჩაგრულად გრძნობენ. ეს შემთხვევები ხშირად აღინიშნება იმ დროს, როდესაც ბავშვებს არ აქვთ განცალკევებული სივრცე, მაგალითად ცალ-ცალკე საძინებელი ოთახები, რომელბშიც გაატარებენ დროს მარტო, უკეთ გაიცნობენ საკუთარ თავს და დარწმუნდებიან თავიანთ შესაძლებლობებში.
მშობლებს ხშირად უჭირთ დროის სწორი გადანაწილება, როდესაც მათ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ, მთლიანად მასზე არიან კონცენტრირებულნი, რაც საბოლოოდ უკეთესი შედეგის მომცემია.
დედისერთა ბავშვები დამოუკიდებლები არიან. იციან, თუ რა საქმეა მათთვის პრიორიტეტული, რისი გაკეთება ანიჭებთ სიამოვნებას, ან პირიქით. ცდილობენ მიიღონ ახალი ინფორმაცია. ხშირად ამ მომენტიდან მათი გამოსვლა სტრესულია, როცა ოჯახს ახალი წევრი ემატება. ამ დროს ძალიან დიდია მშობლის როლი, რადგან ასეთ ბავშვებს ამ მომენტში განსაკუთრებით სჭირდებათ ხელშეწყობა.
სოციალური ადაპტაციისათვის დიდ როლს ასრულებს ნდობის ფაქტორი. მისი ჩამოყალიბება სწორად ადრეული ასაკიდან ხდება. უმეტესობა ბავშვებისა თავიანთ და-ძმებს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე მშობლებს. თუმცა ამ დროსაც შეიძლება არსებობდეს ნდობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რაც ბავშვის ფსიქიკაზე ნამდვილად ცუდად იმოქმედებს. თუ ბავშვი თავის და-ძმისგან რაღაცას ელის, სანაცვლოდ კი ვერაფერს იღებს, შეიძლება გახდეს იმედგაცრუების მიზეზი. ამიტომ ამ შემთხვევაშიც მშობლის როლი ძალიან დიდია.
საბოლოოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მსოფლიო მწვავე დემოგრაფიულ პრობლემას განიცდის. სულ მალე სიკვდილიანობის კოეფიციენტი შობადობას გაუსწრებს. ამ პრობლემას სხვადასხვა სტრატეგიით უნდა მივმართოთ, მაგრამ მანამდე ყველმა პოტენციურმა, თუ უკვე მშობელმა გავიაზროთ და დავფიქრდეთ რა იქნება ჩვენი და ჩვენი შვილისათვის უკეთესი.