(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

შვილიშვილები, როგორც ხანში შესული ადამიანების საუკეთესო მოტივატორები
 
69_1.jpgმათ ვისაც სჯერა ბუმერანგის პრინციპის არსებობის, ეცოდინება, რომ სხვისთვის გაკეთებული კარგი საქმე არ იკარგება და ის უკან აუცილებლად ბრუნდება, თუ ადამიანი მას უანგაროდ და სიყვარულით აკეთებს. უმეტესობა უფროსი თაობის წარმომადგენლებისა აქტიურ მონაწილოებას იღებს შვილიშვილების აღზრდაში. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ასეთი ადამიანები გაცილებით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მარტოხელა მოხუცები.

ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოხუცები, რომლებიც თავიანთი შვილიშვილის აღზრდით არიან დაკავებულნი 10 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მარტოხელა ადამიანები ამ ასაკში. ამ კვლევის ჩასატარებლად შეირჩა 500 ხანში შესული ადამიანი 60-80 წლამდე ასაკის. იმის მიუხედავად, რომ მათ თითქმის ერთნაირი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, დადგინდა, რომ შვილიშვილის დაბადებამ რადიკალურად შეიძლება შეცვალოს მათი ცხოვრება უკეთესობისკენ. ამ დროს ეს ადამიანები სოციალურად უფრო მეტად აქტიურები ხდებიან, მეტი ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა, ავიწყდებათ რა პრობლემები აწუხებთ და მთლიანად ორიენტირებულნი არიან ბავშვზე, დაყავთ საბავშო ბაღებში, სკოლებში, სხვადასხვა წრეებზე და ა.შ. ეს კი მათ მოდუნების საშუალებას არ აძლევთ და დამატებით მოტივაციას სძენთ, რომ იცოცხლონ რაც შეიძლება დიდხანს.

ეს ადამიანები განსაკუთრებულები არიან. განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ შვილიშვილებთან, სწორედ ისეთი, როგორიც არასდროს შვილებთან არ ჰქონიათ. ისინი გაცილებით უკეთესი მასწავლებლები შეიძლება იყვნენ, ვიდრე მშობლები, რადგან მათ მშობლებზე სულ მცირე ორჯერ მეტი გამოცდილება აქვთ, ბავშვს ანიჭებენ თავისუფლებას, უკითხვავენ ზღაპრებს და შთააგონებენ, რომ მათი ცხოვრება ნამდვილად ერთი დიდი ზღაპარი იქნება, რომელსაც აუცილებლად ბედნიერი დასასრული ექნება. ისინი არ კიცხავენ ბავშვებს იმისათვის, რომ ყვავილების ლარნაკი გატეხეს, რადგან თავიანთი გამოცდილებით იციან, რომ ეს ის უმნიშვნელო ქმედებაა, რაც ბავშვს ადრეულ ასაკში შეიძლება დაემართოს, ცდილობენ შვილიშვილების ცხოვრება აქციონ ჯადოსნურად , რადგან ახსოვთ, რომ ეს პერიოდი მათი ცხოვრების დაუვიწყარი წლები იყო, რომელიც აღარ განმეორდება და ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებენ მას.

ამდენად, მიეცით საშუალება თქვენს მშობლებს მონაწილეობა მიიღონ თქვენი შვილის აღზდაში. ხშირად მოინახულეთ, დატოვეთ ბავშვი მათთან, ნება დართეთ თვეში ერთხელ მიირთვას თქვენმა პატარამ ზომაზე მეტი ტკბილეული, ეს ორივესათვის ძალიან სასარგებლო და საჭირო იქნება 
 
69_2.jpg69_3.jpg69_4.jpg