(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

ცნობილი იტალიელი მეცნიერის, პედაგოგისა და ფსიქოლოგის მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს
 
70_1.jpgმარია მონტესორი იტალიელი მეცნიერი,ექიმი-ანთროპოლოგი, პედაგოგი და ფსიქოლოგი იყო,რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვის აღზრდის სპეციალური მეთოდიკის შექმნას მიუძღვნა. მისი პედაგოგიური სისტემა დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში,სწორედ მის საფუძველზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, ბავშვთა განვითარების ცენტრები და სკოლებიც კი. მონტესორი, რომელსაც უამრავი დრო აქვს გატარებული ბავშვებთან მუშაობაში, თანდათან მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვი თავად არის საკუთარი პიროვნების შემოქმედი. მასში იმთავითვე არის ჩადებული თვითგანვითარებისადმი მისწრაფება და საამისო ენერგია , მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელს თავისი შეხედულება გააჩნია საკუთარი პირმშოს აღზრდაზე, გთავაზობთ მარია მონტესორის მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგს.


19 მცნება მშობლებს:

1. ბავშვები სწავლობენ ყველაფრისგან, რაც გარს აკრავთ.

2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვების დადანაშაულებას — მათთვის გადაბრალებას ეჩვევა.

3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ — ის შეფასებას სწავლობს.

4. თუ ბავშვს მტრულად ექცევიან — ის ხელჩართულ ჩხუბს სწავლობს.

5. თუ ბავშვს არ ატყუებენ და მასთან გულწრფელები არიან — ის სამართლიანობას სწავლობს.

6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან — ის მშიშარა, მორცხვი და მორიდებული ხდება.

7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს — ის ნდობას სწავლობს.

8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ — ის გამუდმებით დამნაშავედ იგრძნობს თავს.

9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს — ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.

10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობასა და გულმოწყალებას — ის მოთმინებას სწავლობს.

11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ — ის თავდაჯერებული ხდება.

12. თუ ბავშვი მეგობრულ ატმოსფეროში ცხოვრობს და თავს საჭიროდ გრძნობს — ის სიყვარულის პოვნას სწავლობს.

13. არასდროს თქვათ ბავშვზე ცუდი — არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.

14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.

15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც ის მოგმართავთ.

16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას დღესვე ან ცოტა მოგვიანებით.

17. ყოველთვის დაეხმარეთ ბავშვს, რომელიც ძიებაშია და დარჩით შეუმჩნეველი იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე იპოვა ის, რასაც თავისთვის ეძებდა.

18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, თავშეკავებით, ჩუმად და სიყვარულით.

19. ბავშვთან ურთიერთობაში ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება კარგ მანერებს და დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია  
 
70_2.jpg70_3.jpg70_4.jpg70_1.jpg