ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისი ძიძებისა და ძიძების მაძიებელი პატარებისათვის

სწორედ ამიტომ მშობლები და აღმზრდელები უნდა იყენებდნენ ფსიქოლოგიურ ცოდნას, რაშიც მათ ფსიქოლოგიური სერვისის არსებობა დაეხმარებათ,რომელიც კვალიფიციურ ფსიქოლოგთა დახმარებით იზრუნებს კონკრეტული ბავშვის სწორად და ჰარმონიულად განვითარების პროცესზე.
ამ სერვისის არსებობა ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარების თითოეული ეტაპის წარმატებით გავლას, რადგან ბავშვის განვითარების პროცესში არსებობს კრიზისული პერიოდები და მნიშვნელოვანია ამ პერიოდების წარმატებით გავლა, რათა თავიდან აცილებულ იქნას შემდეგი ფსიქოლოგიური პრობლემები: (ტრამვა, სტრესი, შფოთვა, შიში და ა.შ) ეს პროგრამა დაეხმარება მშობელს/აღმზრდელს/ძიძას ბავშვისთვის ინდივიდუალური მიდგომების შერჩევაში, რაც აუცილებელი წინაპირობაა აღსაზრდელის ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის, რაც მომავალში განაპირობებს გარემოსთან ეფექტურ ადაპტაციას და სოციუმში სწორ და პოზიტიურ ინტეგრაციას.
ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისი მოიცავს შემდეგს:
ტრენინგები ძიძებისთვის:
საინფორმაციო:
• ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებანი
• ემოციური კონტაქტის როლი ბავშვის განვითარებაში თვის?
• ბავშვის განვითარების დარღვევები
• სტრესი და ადაპტაცია
პრაქტიკული:
• ზოგად განმავითარებელი თამაშები (აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება, მსხვილი და წვრილი მოტორიკა, მეტყველება, კომუნიკაცია)
• ქცევითი და ემოციური აშლილობები და მათი მართვა
• სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის პრინციპები
მონიტორინგი:
თვეში ერთხელ ბავშვის სააღმზრდელო პროცესის გადამოწმება ფსიქოლოგთა მიერ. კერძოდ: აღსაზრდელთან სადიაგნოსტიკო სეანსი მისი მდგომარეობის დადგენის მიზნით; შეხვედრა მშობლებთან თვეში ერთხელ: მშობლისგან ინფორმაციის მიღება, ბავშვის განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმირება. ასევე რეკომენდაციების და შემდგომში დაგეგმილი სამუშაო გეგმის გაცნობა. ძიძისთვის ბავშვთან შემდგომი მიდგომის და აქტივობების ხასიათის შესახებ რეკომენდაციების მიცემა ბავშვის განვითარების მდგომარეობიდან გამომდინარე.
რეკომენდაციები:
ძიძისთვის რეკომენდაციის მიცემა ფსიქოლოგის მიერ, იმის მიხედვით თუ რა ფსიქო-ემოციური მდგომარეობა აქვს აღსაზრდელს; საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური განმავითარებელი/საკორექციო/აღზრდისა და ურთიერთობის სტილის შერჩევა ფსიქოლოგის მიერ;
კონსულტაციები: მშობლები/ძიძა
• საჭიროების შემთხვევაში ბავშვთან ინდივიდუალური ფსიქო-კორექციული მუშაობა პრობლემის შესაბამისად.
• ბავშვის მდგომარეობის შესფასებისას, გარკვეული პრობლემის იდენტფიცირების შემთხვევაში ფსიქოლოგი გადაამისამართებს შესაბამის სპეციალისტთან.
ONLINE კონსულტაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი - მანანა ნარგიზიშვილი-მიქაძე;
ფსიქოლოგი: ანა ლელუაშვილი;