(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

ძიძა
 
ziza.jpgქალებს დედობის ინსტიქტი ბუნებით აქვთ მინიჭებული, მაგრამ რამდენად რეალიზდებიან ისინი? განსაკუთრებით უჭირთ ახალბედა დედებს. მოგეხსენებათ ამ საკითხში გამოცდილება ძალზედ მნიშვნელოვანია. სასურველია ასეთ დროს უფროსების დახმარება, თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა უფროსები აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და ბავშვის გაზრდაში ვერ ეხმარებიან ახალბედებს. ძიძა ერთ-ერთი გამოსავალია ამ პრობლემიდან. გამოცდილ ძიძას შეუძლია იზრუნოს ბავშვის ჰიგიენაზე, ჯანმრთელობაზე, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე.

პროფესიონალი ძიძის გვერდით ბავშვიც და მშობელიც თავს დაცულად და უზრუნველად გრძნობს.

ძიძის შერჩევა მეტად საპასუხისმგებლო საკითხია. ძიძა არის პერსონა, რომელსაც უნდა ვანდოთ ჩვენი პატარის ცხოვრება. მისი ჯანმრთელობა, განვითარება. ძიძა ვალდებულია იცოდეს ბავშვის აღზრდასთან და განვითარებასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი - ჩვილობიდან მოზარდობამდე. ყურადღებიანმა ძიძამ მუდამ იცის, რატომ ჭირვეულობს ბავშვი. იცის ამა თუ იმ ფიზიოლოგიური მოვლენის გამომწვევი მიზეზები და შედეგები. სამუშაო პროცესში ძიძა ერთპიროვნულად პასუხისმგებელია ბავშვის მდგომარეობაზე. იგი დროულად უნდა რეაგირებდეს ბავშვთან დაკავშირებულ ყველა მოვლენაზე, ქონდეს მუდმივი კონტაქტი აღსაზრდელის მშობლებთან. მხოლოდ მათთან შეთანხმებით იღებდეს გადაწყვეტილებას, თუნდაც საკითხი უმარტივეს სიტუაციებს ეხებოდეს. ძიძა აკავშირებს ბავშვს გარესამყაროსთან. მნიშვნელოვანია პატარის ადაპტაცია გარემოსთან. ხშირია შემთხვევა, როცა არაპროფესიონალი ძიძის გამო ბავშვს არასასურველი ჩვევები უყალიბდება. გამოსწორებას კი დრო სჭირდება. გადაჩვევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს,. ბავშვს ეწყება გაორება, ჯიუტდება - ყველა ნოვაციას ეჭვითა და უარყოფითი ემოციით ხვდება. ბავშვის ფსიქიკა რომ არ დავაზიანოთ საჭიროა აღზრდა პროფესიონალს მივანდოთ. აღზრდა კი მოგეხსენებათ დაბადების პირველივე დღეებიდან იწყება.

სააგენტო „Nanny” გთავაზობთ გამოცდილ, მრავალგზის გადამოწმებულ და სანდო ძიძებს. ყოველ მათგანს აქვს ბავშვის აღზრდის გამოცდილება და უნარ-ჩვევები. დაგეხმარებით, შევურჩიოთ სასურველი ძიძა თქვენს პატარას. სააგენტო „Nanny” -ს მიერ შემოთავაზებული ყოველი ძიძა მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს ბავშვზე ჩვილობის ასაკიდან. თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ჩვენი მთავარი მიზანი.

ძიძის მოვალეობები:
1. ბავშვზე სრული პასუხისმგებლობა.
2. ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
3. დღის რეჟიმის ორგანიზება და დაცვა.
4. საკვების მომზადება და კვება.
5. ჰიგიენური პროცედურები (დაბანა, გამოცვლა და ა.შ).
6. ყოველდღიური გასეირნება.
7. ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა.
8. ბავშვის ოთახის მოწესრიგება.
9. საბავშვო ეტლისა და სათამაშოების სისუფთავეზე ზრუნვა.
10. ბავშვის ტანსაცმლის მოვლა(სარეცხი და უთო).
11. პედიატრის და მშობლების მითითებების შესრულება.
12. ბავშვის გარემოსთან ადაპტირებაზე დაკვირვება და ზრუნვა (ძილი, რეაქციები, რეფლექსები).